FM97.5 / LIVE

გიორგი კოპაძე 'ახალციხის ციხის' პრობლემებზე: 'არავისგან არ მოვითმენ ულტიმატუმების ენით ლაპარაკს'

მთავარიპოლიტიკა 05.10.2015
რის მოთმენას არ აპირებს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და ვინ არის ზედმეტი „ახალციხის ციხეზე“; რას საყვედურობს ქალაქის პირველი პირი გიდებს და რას პასუხობს კოპაძე ციხის თანამშრომლებს უკმაყოფილო განცხადებებზე;

გიორგი კოპაძე 'ახალციხის ციხის' პრობლემებზე: 'არავისგან არ მოვითმენ ულტიმატუმების ენით ლაპარაკს'

დღეს, 5 ოქტომბერს, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას, „ახალციხის ციხეზე“ დირექტორის დანიშვნის საკითხსაც შეეხო.

„ბევრს საუბრობენ ახალციხის ციხეზე დირექტორის დანიშვნის შესახებ. ვფიქრობ, რომ ილია სიდამონიძე საქმეს კარგად ართმევს თავს. წელს ტურისტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ჩვენ კი სუბსიდია 450 000–დან 200 000–ზე დავიყვანეთ“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა: თუ სიდამონიძე მოვალეობას თავს კარგად ართმევს, რატომ არ ინიშნება დირექტორად? ასევე, როცა სუბსიდია შემცირდა, აქცენტი ციხის მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე კეთდებოდა, რა შეიცვალა დღეს ამ კუთხით? ან, რატომ დგას დღის წესრიგში ისევ შემცირებები? რასაც მერის რეპლიკა მოჰყვა: „თქვენ ისეთი სურათი დახატეთ, რომ ილია წიხლისკვრით უნდა გავაგდოთ იქიდან ალბათ“.

მერის განცხადებით, იმ ადამიანებზე მეტს, ვინც პრეტენზიას ხელფასზე აცხადებენ, სხვები მუშაობენ, მას კი არ მოსწონს, როდესაც ერთი ფენა პრივილეგირებულია, მეორე კი არა.

„დარბაზის მეთვალყურეები ზედმეტები არიან, ეს მუზეუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს და ისინი ხელშეკრულების დამთავრებისთანავე დატოვებენ სამსახურს. თუ გამოჩნდება მათთვის სხვა ადგილები, იქ გადაინაცვლებენ“, – განაცხადა კოპაძემ და ხაზგასმით დაამატა, რომ „ახალციხის ციხე“ ქალაქის ბიუჯეტს ვერასდროს „აეკიდება“.



რაც შეეხება გიდებს, კოპაძე ამბობს: "გიდები სისტემატურად მოითხოვენ ხელფასის დამატებას, ჰქონდათ 350, გაუხადეს 500, ახლა 500 არ დააკმაყოფილებთ, მოინდომებენ შემდეგს".

ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ციხეზე შტატების რაოდენობა გაბერილია, რეალურად კი, მითუმეტეს ზამთარში, ობიექტს ამდენი თანამშრომელი არ სჭირდება: „აკიდებული იყო ციხეზე და არაფერში გიხადონ ფული, არასწორი იქნება. ამდენი გიდი ზამთარში შეიძლება არ დაგვჭირდეს. მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას, ამიტომ, ილომ შესთავაზა წინადადება, რომ ზამთრის პერიოდში იმ ადამიანებს, ვისთანაც ხელშეკრულებაა დადებული, ხელფასი დაეწიოთ. გაზაფხულზე კი ისევ მოვუმატოთ. ამაზეა საუბარი, თორემ ვინმეს გაგდებაზე კი არა“.

კოპაძე აცხადებს, რომ იგი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს და არავისგან ულტიმატუმის ენით საუბარს არ მოითმენს: „მითუმეტეს ისეთ თემებზე, რაც არასწორია“.

როგორც ქალაქის მერი ამბობს, მასთან „ახალციხის ციხის“ გიდებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საყვედური შედის: „ისტორიას, ფაქტებს ამახინჯებენ, ასევე, ძალიან ბევრი გიდი აგრესიულია ტურისტების მიმართ. აქამდე თვალს ვხუჭავდი ამაზე, თვალს კი არ ვხუჭავდი, ვითვალისწინებდი მათ ოჯახურ მდგომარეობას, ახლა ყველაფერი იმის მიხედვით განხორციელდება, როგორც საჭირო იქნება“.

რაც შეეხება ციხის სუბსიდირების საკითხს, კოპაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელსაც მერია 200.000 ლარით დაფინანსებაზე დააყენებს საკითხს, საბოლოოდ კი საკრებულო გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხის“ თანამშრომლები ციხეზე მუშაობას „თანამედროვე მონობას“ უწოდებენ იმის გამო, რომ დაბალი ანაზღაურება აქვთ. ასევე, ყოველ დაზამთრებასთან ერთად, ხელშეკრულების შეწყვეტაზე უხდებათ ფიქრი. რეალურად მათი სამუშაო განრიგი, მითუმეტეს სეზონზე, განსაკუთრებით დატვირთულია, შესაბამის ანაზღაურებას კი მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ვერ იღებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’
ახალციხის მერი: დაფინანსების შემცირებით რაბათის ადმინისტრაციამ მარკეტინგზე დაიწყო ფიქრი
გიდები: ‘მერი დაგვპირდა,  რომ ხელშეკრულებით აყვანილებს სახლში არ გაგვიშვებენ’
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'
‘ახალციხის ციხეზე’  მუშაობის განრიგი შეიცვალა