FM97.5 / LIVE

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს

მთავარიპოლიტიკა 05.10.2015
დღეს, 5 ოქოტომბერს, ახალციხეში, არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს

საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან იმ ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც 2016 წლის შემდგომი არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ეხება.

„ჩვენი მიზანია მოსახლეობას გავაცნოთ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები იმ საარჩევნო სისტემისა, რასაც აღნიშნული შემოთავაზება გულისხმობს. ჩვენ უნდა ავსახოთ დაფიქსირებული შედეგები და პარლამენტს მივაწოდოთ“, – ამბობს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის 150 მანდატი პროპორციული სისტემით მრავალმანდატიან ოლქებში გადანაწილდება. ცვლილებები, საარჩევნო ბარიერის 5 –დან 4 პროცენტამდე შემცირებასაც ითვალისწინებს.

„ცვლილება ეხება საარჩევნო სისტემას, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის. ამ ცვლილების მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციული, მრავალმანდატიანი ოლქების სისტემით. ამისათვის საჭიროა 113 ხმა და ფართო კონსესუსი. თუ ასეთი კონსესუსი შედგება, სადღაც აპრილი, მაისის თვეში შეიძლება მივიღოთ ცვლილებები და შესაბამისად 2016 წლის შემდგომი არჩევნები ჩატარდება უკვე პროპორციული სისტემით. თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს“, – განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი და ამატებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მოქალაქეების ჩართულობა აუცილებელია, რადგან ეს თითოეულ მოქალაქეს ეხება. მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორი წესით ჩატარდეს არჩევნები.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის თქმით, აღნიშნული სისტემით პატარა ოლქები დაიჩაგრებიან.

„აქ იყო გამოთქმული აზრი, რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ირღვეოდა დიდი ოლქების მაცხოვრებლების უფლებები. მაგრამ ამ შემთხვევაში ირღვევა პატარა ოლქების მცხოვრებლების უფლებები. მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ეს დიდი ოლქებიც დაეშალათ პატარ–პატარა ოლქებად, გაეუქმებინათ პროპორციული სისტემა და ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატებით დაკომპლექტებული პარლამენტი“, – ამბობს ლევან ცაბაძე და ამატებს, რომ პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს წარმომადგენელი პატარა ოლქებიდან, რომელიც რაიონში არსებულ პრობლემებზე ინფორმაციას პარლამენტამდე მიიტანს.

ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე კი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება საარჩევნო სისტემა იყოს, როგორც მაჟორიტარული ასევე პროპორციული.

„ჩემთვის მისაღებია შერეული შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს, როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ სისტემას. თუმცა არის სხვა ხედვებიც. მე ვეთანხმები ერთ მთავარ გადაწყვეტილებას, რომ თუ არ მოხდება შეთანხმება პარლამენტში მოღვაწე პარტიების მიერ, მაშინ მოსახლეობა გადაწყვეტს რა არის საჭირო“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
გამოკითხვა: რას შეცვლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება [ვიდეო]
20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
მე–13 უბანი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 'ნაციონალებმა' მოიგეს
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
გიგი წერეთელმა ახალციხელებს საკონსტიტუციო ინიციატივა გააცნო