FM97.5 / LIVE

‘ახალციხეში 37 წლის წინანდელი სასამართლოა’– ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

მთავარისამართალი 02.10.2015
დღეს, 2 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალქალაქში, კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის გამო დაკავებული სამი ახალგაზრდის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღეს პროკურორსა და ადვოკატს შესავალი სიტყვები უნდა წაეკითხათ, თუმცა, პროცესი ძირითადად შუამდგომლობებს დაეთმო.

‘ახალციხეში 37 წლის წინანდელი სასამართლოა’– ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. პროცესის დაწყებისთანავე ბრალდებულების ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. მან მოსამართლეს სთხოვა ამოიღონ საზღვრის დაცვის დეპორტამენტის მიერ ნინოწმინდაში გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ა.იგიტიანის დაკავების დროა დაფიქსირებული.

„ვინაიდან ამ ვიდეომასალის მოპოვების უფლება დაცვის მხარეს ეკრძალება, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები და ეს ვიდეო მასალები მტკიცებულებაში იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ვიდეო მასალების ამოღების მოთხოვნით მან მიმართა გენერალურ ინსპექციასა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, თუმცა უარი მიიღო. ამ ვიდეო მასალაში კი ნათლად სჩანს ა. იგიტიანის დაკავების დრო.

ადვოკატის განცხადებით, მას იმ ვიდეო მასალის მოპოვების სურვილიც ჰქონდა, რომელიც ნინოწმინდის პოლიციის შესასვლელში დამონტაჟებული კამერიდანაა გადაღებული. მისი ვარაუდით, იმ მასალაში გამოჩნდება ბრალდებულების პოლიციაში მიყვანის ზუსტი დრო: „ნინოწმინდის პოლიციის შენობაზე 4 სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული, როდესაც მე, გენერალურ ინსპექციას ვიდეო მასალა ვთხოვე წერილობით, დაახლოებით 5 დღეში სათვალთვალო კამრები ნინოწმინდის პოლიციის შენობიდან მოხსნეს“.

ადვოკატმა მოსამართლეს ამ ვიდეომასალების გამოთხოვაც სთხოვა: „ეს შუამდგომლობა დავაყენე წინა პროცესზე, თუმცა უშედეგოდ. მინდა, რომ ეს მასალები მოხვდეს სასამართლო განხილვის მტკიცებულებებში“.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ მას არ აქვს, ამ ვიდეო მასალების გამოყენების საფუძვლიანი დასკვნა.

დღევანდელ პროცესზე, პროკურორს და ადვოკატს შესავალი სიტყვები უნდა წაეკითხათ, თუმცა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა შესავალი სიტყვის წასაკითხათ რამდენიმე დღიანი შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. მოსამართლემ ქომოშვილს შუამდგომლობა დაუკამაყოფილა და სასამართლო პროცესი გადადო.

„დაცვის მხარეს თუ არ აქვს საშუალება დაიცვას მისი დაცვისქვეშ მყოფები, მაშინ ეს 37 წლის წინანდელი სასამართლოა“, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა მაიზერ ბაბლუანმა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან სარქის აკოფიანი მოკლეს. მომხდარზე ძიება სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, სამივე მათგანი მკვლელობაში ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა.

ამ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 12 ოქტომბერს,12:00 საათზეა ჩანიშნული.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი დააჯარიმეს
ბრალდებები სამართალდამცველების მისამართით – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ – ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
ბრალდებული სასამართლო პროცესზე: ჩემი დაკითხვის ოქმზე სხვისი ხელმოწერაა
შალვა აბულაძე: 12–საათიანი შიმშილი არ მაძლევს საშუალებას სასამართლო პროცესს დავესწრო
‘ჩემი ცემის დროს, მანდ არ იყავი, როცა იარაღს პირში მიშვერდი?' – ბრალდებული პოლიციელს სასამართლო დარბაზში
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა