FM97.5 / LIVE

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.10.2015
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის ახალ კონკურსს იწყებს, რომლის მიზანია გამოავლინოს სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარადგენენ პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს

კონკურსის თაობაზე განცხადება დღეს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გააკეთა.
კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ღონისძიების ფარგლებში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2014-15 წლის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც გაიმართა.

ინოვაციის კონკურსის მიზანია გამოავლინოს სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარადგენენ პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში.

კონკურსში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1997 წლის 2 აპრილიდან - 2003 წლის 1 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2-5 მოსწავლისაგან შემდგარ გუნდს შეუძლია წარადგინოს პროექტი შემდეგი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ეკოსისტემები. გუნდის მიერ შემოტანილი პროექტების რაოდენობა არ არის შეზღუდული, თუმცა, ერთი პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში.

კონკურსში მიღების მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 ოქტომბერი.

კონკურსის შედეგად შერჩეული, პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში (http://www.conradchallenge.org), რომელიც გაიმართება 2016 წლის აპრილში, აშშ–ში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი პირველად 2014-2015 წელს განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო ოთხმოცდახუთმა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან.

2015 წელს კონკურსში გაიმარჯვეს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლის „მზექა“ მოსწავლეებმა, ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა, პროექტით „მულტიკლიმატიზატორი“. გუნდმა, 2015 წლის 9-11 აპრილს, მონაწილეობა მიიღო აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის ცენტრში, ფლორიდაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა
პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]
ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის