FM97.5 / LIVE

შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

მთავარისაზოგადოება 02.10.2015
ვარხანში მცხოვრებ გორგოძეებს სოციალური დახმარება მოეხსნათ. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი, რომელიც ავარიულ ხის სახლში ცხოვრობს, უსახსროდ დარჩა.

შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მცხოვრები დალი გორგოძე ავარიულ სახლში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა სოციალურ დახმარებას, ორი თვის წინ კი იმ მოტივით შეუწყვიტეს, რომ ახალი მეთოდოლოგიით გადაემოწმებინათ.

სოციალური დახმარების გაცემის წესში შესული ცვლილებების მიხედვით, საარსებო შემწეობას ის ოჯახი მიიღებს, ვისი სარეიტინგო ქულაც 65 ათასზე დაბალია. გორგოძეების ქულამ 74.170 შეადგინა, მაშინ, როდესაც ოჯახში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, გორგოძეებს დახმარება მოუხსნეს.

დალი გორგოძის ერთადერთ შემოსავლად, ამ ეტაპზე ძმის ყოველთვიური დახმარება 100 ლარი რჩება. ოჯახს თანხა მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნის.

სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსის პეტრე აფრიამაშვილის განმარტებით, გორგოძეებს დახმარების დანიშვნის მოთხოვნით განცხადების დაწერა ერთი წლის შემდეგ შეუძლიათ. განცხადების დაწერა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა შშმ სტატუსი, ან წევრის დემოგრაფიული ცვლილება მოხდა, ან შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი.

პეტრე აფრიამაშვილის განმარტებით, ძმა რომ შშმ პირი ჰყავს, დალი გორგოძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, თუმცა მუდმივად რომ საჭიროებს მკურნალობასა და ამბულატორიულ მომსახურებას, ეს არსად აქვს აღნიშნული.

მისივე თქმით, ბენეფიციარს შეუძლია დეკლარაციის შევსებიდან 90 დღის განმავლობაში ფორმა 100 წარადგინოს, თუმცა ამით შეიცვლება თუ არა სარეიტინგო ქულა, ამის თქმა ძნელია.

„როდესაც მოქალაქეს აქვს შშმ პირის სტატუსი მინიჭებული და დეკლარაციაშია დაფიქსირებული, ამ შემთხვევაში გაწეული აქვს მაქსიმალური შეღავათი. ზოგჯერ ფორმა 100, როდესაც საქმე ეხება შშმ პირის სარეიტინგო ქულას, აღარაფერს ნიშნავს. მაგრამ მას აქვს უფლება აღნიშნული დოკუმენტი მოიტანოს. დეკლარაციის შევსებიდან 90 დღეში და ამის შემდეგაც“, – განმარტავს პეტრე აფრიამაშვილი.

ოჯახებს ახალი მეთოდოლოგიით მიმდინარე წლის ივნისიდან ამოწმებენ. თუ აქამდე დახმარება 57.000 ქულაზე გაიცემოდა, ახლა ამ ციფრმა 65.000–მდე აიწია. მართალია ქულათა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, სხვაგვარად ნაწილდება თანხები, – რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ნაკლებია დახმარების ოდენობა.

0–დან 30.000–მდე ქულის მქონე ოჯახის თითო წევრს 60 ლარი ეკუთვნის; 30.000–დან 57.000–მდე ქულის შემთხევაში – 50 ლარი გაიცემა; 57.000– დან 60.000–მდე – 40 ლარი; 60.000 – დან 65.000–მდე კი 30 ლარი; გარდა ამ თანხებისა, ყველა ამ შემთხვევაში, დამატებით 10 ლარი ერიცხება ოჯახის 16 წლამდე ასაკის წევრს.

ის ოჯახები კი რომელთა სარეიტინგო ქულა 65.000–დან 100.000–მდეა საარსებო შემწეობას ვერ იღებენ, თუმცა 10 ლარი, 16 წლამდე ასაკის წევრზე, მათაც ერიცხებათ.

სწორედ აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი, ვინც ადრე შემწეობით სარგებლობდა, ახლა თანხას ან ვეღარ იღებს, ან შედარებით ნაკლებს.

შეგახსენებთ, გორგოძეების ოჯახის შესახებ "სამხრეთის კარიბჭემ" სიუჟეტი გასულ კვირას მოამზადა. სიუჟეტში დალი გორგოძე სწორედ დახმარების საჭიროებაზე საუბრობს.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს
ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა
ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე