FM97.5 / LIVE

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად გადაცემის ტრადიცია არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს

მთავარისაზოგადოება 01.10.2015
არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხას, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად გადაცემის ტრადიცია შეემატა.

„ვეფხისტყაოსნის“  ზეპირად გადაცემის ტრადიცია არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარეს

შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი დღეს, 1 ოქტომბერს მოეწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად გადაცემის ტრადიციის არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოლოგიის სპეციალობის 7 სტუდენტისა და მეცნიერებათა დოქტორის ნესტან სულავას ინიციატივა იყო.

სტუდენტებმა პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი ამბობს, რომ სააგენტოსა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის თანამშრომლობა სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში კარგ შედეგებს მოიტანს: „ამ 7 გოგონას გამარჯვება არის ერთგვარი სტიმული სხვა სტუდენტებისთვის“.

[თეონა თაბუნიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

"ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო
‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა