FM97.5 / LIVE
ომბუდსმენი ხელისუფლებას ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს

ომბუდსმენი ხელისუფლებას ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს

მთავარისაზოგადოება 01.10.2015
‘საქართველოში დაბალია ხანდაზმულების სოციალური დაცვის ხარისხი, დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, არასაკმარისია სახელმწიფო პროგრამები და სერვისები, ამ პირთა მიმართ ხშირად ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან’, – ამონარიდი საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებიდან.

ომბუდსმენი ხელისუფლებას ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უზრუნველყონ ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა და რეალიზება, რათა ხელი შეეწყოს მათი შესაძლებლობების გაფართოებასა და თანაბარ ჩართვას ყველა სფეროში.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა ხანდაზმულ პირთა მნიშვნელოვან წვლილზე გლობალურ განვითარებაში, სახელმწიფოთა ვალდებულებაზე უზრუნველყონ საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობა, ასევე მათთვის საჭირო სამედიცინო და სოციალური დაცვის ღონისძიებები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული და სხვა უფლებების სათანადოდ რეალიზება დღემდე გამოწვევად რჩება საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ერთ–ერთ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. დაბალია მათი სოციალური დაცვის ხარისხი, დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, არასაკმარისია სახელმწიფო პროგრამები და სერვისები, ამ პირთა მიმართ ხშირად ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან.

„სახელმწიფოს არ გააჩნია ხანდაზმულთა მიმართ ეფექტური პოლიტიკა და მათი უფლებებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტრატეგია. შეფერხებულია დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის და მისი რეგიონული იმპლემენტაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესი. აღნიშნული სამოქმედო დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოს იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების ადეკვატური პირობების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე. მოახდინოს სიღარიბის დონის შემცირება და პრევენცია, შეიმუშავოს შესაბამისი სტრატეგია და პროგრამები“, – აცხადებს ომბუდსმენი.

ხანდაზმულთა პრობლემების აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი, ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ პირთა უფლებებზე და მათი დაცვის მიზნით საჭირო რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის უწყებებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული საერთაშორისო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რომელსაც ექნება ყოვლისმომცველი მიდგომა და უპასუხებს საქართველოში დაბერების პროცესში მყოფი მოსახლეობის საჭიროებებს, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

„ხანდაზმულთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნით, მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში განთავსებულ ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი განახორციელა, რომლის ფარგლებში გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს დაინტერესებულ საზოგადოებას სწორედ პირველ ოქტომბერს წარუდგენს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. საქართველოში ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ 1 ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის N#467 ბრძანებულების თანახმად, 2003 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
ომბუდსმენი ხანდაზმულებზე: 'ხშირია მათ მიმართ ძალადობის და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები'
1-ელ ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა დღე აღინიშნება
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა