FM97.5 / LIVE

„ნორა“– მესხეთის თეატრში პრემიერაა

მთავარისაზოგადოება 30.09.2015
1 და 3 ოქტომბერს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერას, „ნორა“–ს შეთავაზებს.

„ნორა“– მესხეთის თეატრში პრემიერაა

ჰენრიკ იბსენის „ნორა“ თბილისელმა რეჟისორმა, გაბრიელ გოშაძემ დადგა. სპექტაკლში მესხეთის თეატრის ხუთი მსახიობი მონაწილეობს.

სპექტაკლი ტყუილზე და ყალბ ურთიერთობებზე მოგითხრობთ. ნორა სპექტაკლის მთავარი გმირია, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ჰყავს. მას ყველაფერია აქვს იმისთვის, რომ ძალიან ბედნიერი იყოს. ერთ დღეს, როდესაც ქმარი ავად გაუხდება, თანხას სხვისგან სესხულებს, ისე, რომ მისმა მეუღლემ არ იცის. მთელი სპექტაკლი ამ სიუჟეტის განვითარებაზეა.

სპექტაკლის მთავარ გმირს, „ნორა“–ს მესხეთის თეატრის მსახიობი ანა ხუბუტია ასრულებს. როგორც თვითონ ამბობს, რეჟისორთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.

„ძალიან საინტერესო რეპეტიციები გვქონდა. მგონი კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა. ცოტა გამიჭირდა, რადგან ძალიან ემოციური როლია, თუმცა ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ“, – ამბობს იგი.

მესხეთის თეატრში სპექტაკლი 1 და 3 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3,50 ლარია.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

'ზამთარი მაგიდის ქვეშ' – მესხეთის თეატრში პრემიერაა
მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
‘უჩინმაჩინის ქუდი’– მესხეთის თეატრში პრემიერაა
მესხეთის თეატრში დღეს პრემიერაა
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება
მესხეთის თეატრში სპექტაკლი "მათრობს და მხიბლავს"გაიმართება