FM97.5 / LIVE

სამმაგი ხარჯი სასკოლო წიგნებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.10.2012
ნინოწმინდის სკოლების უმცროსკლასელ მოსწავლეთა მშობლების ნაწილი იძულებულია სასკოლო სახელმძღვანელოები მეორედ შეიძინოს. ამასთან, წიგნები ნინოწმინდაში არ იყიდება

სამმაგი ხარჯი სასკოლო წიგნებისთვის
სირანუშ ესოიანი ორი უმცროსკლასელი მოსწავლის დედაა. სასკოლო წიგნები სასწავლო წლის დასაწყისშივე შეიძინა. აქედან, უმცროსი ვაჟის წიგნები სულ რაღაც 25 ლარი დაუჯდა. რამდენიმე დღის წინ კი სკოლებში განუცხადეს, რომ ახალი წიგნების ყიდვაა საჭირო. ეს იმ ფონზე, როცა ნინოწმინდაში სასკოლო სახელმძღვანელოების დეფიციტია.

“როცა გავიგეთ, რომ წიგნები იცვლებოდა, დირექტორს შევჩივლეთ, მან კი ახალი სახელმძღვანელოების ჩამოტანაზე უარი განგვიცხადა. გვითხრა, სადაც გვინდოდა, იქ გვეშოვნა. შეეძლო წიგნები გამომცემლობიდან, შედარებით იაფად ეყიდა, ხელზე ყიდვა ძვირი ჯდება. მაგალითად, 10-ლარიანი წიგნი 17 ლარად უნდა იყიდო. 2-ჯერ შეცვალეს წიგნები და გვერდზე გადგნენ, რაც გინდათ, ის მოახერხეთო. ახლა 5 წიგნი მაქვს შესაძენი~, - ამბობს იგი.

იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ახჯოიანების ოჯახიც.

`მაგალითად, რუსული ენის წიგნი 7.05დან 10.00 ლარამდე ღირს. გვიწევს ვიყიდოთ, სხვა რა გზაა. ხელფასს 70 ლარს ვიღებთ, წიგნებს შევიძენთ, ბავშვი სადილისთვის ღვეზელს იყიდის და უფულოდ ვრჩებით. წიგნები ერთხელ უკვე ვიყიდეთ, მერე გვითხრეს, რომ არ გამოგვადგება და სხვა სახელმძღვანელოებია საჭირო. დირექტორს თბილისში უთხრეს, რომ ფიზიკისა და ქიმიის სახელმძღვანელოები სომხური სკოლებისთვის არ არის და საჭიროა ქსეროასლების გაკეთება, რაც ასევე ძვირი ჯდება~, - ამბობს მანუშაკ ახჯოიანი.

მარუსია კარსლიანს სამი შვილიშვილი ყავს. იმ სიაში, ვისაც სახელმძღვანელოები საჩუქრად გადაეცა, კარსლიანები არ მოხვდნენ, რადგან ოჯახის უმცროსი წევრი სკოლამდელი ასაკისაა.

`წიგნები რომ მიგვეღო, სამივე ბავშვი სკოლის მოსწავლე უნდა ყოფილიყო. სასწავლო წელი ორი თვის დაწყებულია და სახელმძღვანელოებს მეორედ ვყიდულობთ. ასე შეიძლება?!~, - ამბობს იგი.

კარსლიანების შემოსავალი პენსია და მესაქონლეობით მიღებული თანხაა.

`ეკონომიას გავაკეთებთ, არ შევჭამთ, არ ჩავიცვამთ, მაგრამ სახელმძღვანელოებს აუცილებლად ვიყიდით. შვილიშვილები ფრიადოსნები არიან, როგორ არ ვუყიდოთ წიგნები?!” - გვეუბნება მარუსია კარსლიანი.

ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ სახელმძღვანელოების პრობლემა მათ არ ეხებათ. წიგნების ყიდვა მშობლების პრობლემაა და შეუძლიათ თბილისში იყიდონ. დაბნეული მშობლები კი ცდილობენ გაარკვიონ, სად და როგორ შეიძინონ, უკვე მეორედ, სასკოლო წიგნები შეღავათიან ფასად.

[ქრისტინა მარაბიანი, ნინოწმინდა]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
რიგები სასკოლო წიგნებთან

ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
უფასო სახელმძღვანელოები ყველას არ შეხვდა
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ

ახალციხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა