FM97.5 / LIVE

ბორჯომში 300–მდე ოჯახს საწვავ შეშას გადასცემენ

მთავარისაზოგადოება 29.09.2015
ბორჯომში, სანიტარული ჭრების შედეგად დამზადებულ შეშას სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუნაწილებენ.

ბორჯომში 300–მდე ოჯახს საწვავ შეშას გადასცემენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მომარაგდება ყველა ის ოჯახი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 30.000 ან მასზე ნაკლები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სამ კუბურ მეტრ საშეშე მერქანს წელს 300–მდე ბენეფიციარი მიიღებს.

„ამ ეტაპზე შეშის დარიგება მიმდინარეობს სოფლებში, შემდგომ კი დაიწყება მისი განაწილება ქალაქში, რასაც ა(ა)იპ „დასუფთავება კეთილმოწყობის“ სამსახური უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრები მაისის თვეში დაიწყო. მომავალში პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება
ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრები იწყება
ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე 100 ძირი ხე დაირგო
ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, 1500 კავკასიური ფიჭვის ნერგი  დარგეს
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
ბორჯომის მერიამ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა [R]
ბორჯომის პლატოზე 1000 ნერგი დარგეს