FM97.5 / LIVE

მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს გერბი და დროშა ისევ არ აქვს

მთავარისაზოგადოება 29.09.2015
ჰერალდიკის საბჭომ ახალციხის მერიის ჰერალდიკის კომისიის მიერ მოწონებული ესკიზები დაიწუნა. ქალაქის გერბისა და დროშის შესარჩევად კონკურსი მესამედ უნდა გამოცხადდეს.

მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს

ახალციხის ჰერალდიკის კომისიის მიერ, ქალაქის სიმბოლიკის, (გერბისა და დროშის) შესარჩევად, მეორედ გამოცხადებული კონკურსი, ისევ უშედეგოდ დასრულდა. ის ესკიზი, რომელიც კომისიამ რამდენიმე დღის წინ, 8 ვარიანტიდან შეარჩია, საბოლოოდ არ მოიწონეს.

„საკონკურსო ნამუშევარი ჰერალდიკის პრინციპებს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ორ იდეას შორის იყო სხვაობა. ჰერალდიკის კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება“, – ამბობს ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.
მესამე მცდელობაზე კონკურსანტებს ნამუშევრების წარდგენის ვადა 1 თვის ნაცვლად, 3 კვირა ექნებათ.

შეგახსენებთ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის კომისიამ კონკურსი პირველად 17 ივნისს გამოაცხადა. მოქალაქეებს ჰერალდიკური სიმბოლოების: გერბისა და დროშის ნიმუშების წარდგენა ერთი თვის ვადაში შეეძლოთ. კონკურსის დასრულების ბოლო დღეს, 17 ივლისს კომისიამ ოთხი ავტორის 9 ესკიზი მიიღო. აქედან კომისიამ მხოლოდ 2 ესკიზი მოიწონა და ჰერალდიკის საბჭოს გადაუგზავნა. თუმცა, საბჭომ ორივე მათგანი დაიწუნა.

მეორედ კონკურსი კომისიას, 20 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული. ამ პერიოში კომისიაში სამი ავტორის 8 ნამუშევარი შევიდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა
ქალაქ ახალციხის ჰერალდიკის კომისია კონკურსს მეორედ აცხადებს
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა