"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 27.09.2015
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს.

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში  უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მობილიზებული არიან თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავში, ახალციხეში, მცხეთაში, გორში, ბათუმში, ოზურგეთსა და ამბროლაურში. თბილისში აქციაში ჩართულები არიან მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ცრიან როგორც თავშესაფრის ბინადარ, ასევე თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ძაღლებს და კატებს.
ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია 28 სექტემბერსაც გაგრძელდება.

ცოფის საწინააღმდეგო აცხები მიმდინარეობს ახალციხეშიც. ნებისმიერ მსურველს ძაღლის და კატის ასაცრელად სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამსახურს უნდა მიმართონ, რომელიც ახალქალაქის გზატკეცილზე, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

სამსახურის უფროსის ლია ბექაურის განმარტებით, დღეს, 27 სექტემბერს უკვე ოთხი ძაღლი აცრეს:“ ცოფზე აცრა ყოველთვის უფასოა და ჩვენ წლის დასაწყიდან ვატარებთ ღონისძიებებს და სოფლებშიც ვცრით. რადგან ცოფის საერთაშორისო დღეა გამოცხადებული ველდოებით, რომ ცხოველები ჩვენთან ოფისში მოიყვანონ“.

ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც.

მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება.

ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინირებულია 203 061 ძაღლი და კატა. იძულებით აიცრა 30 282 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი, რაც შედეგზეც აისახა - 2015 წელს საქართველოში ცოფით ადამიანის დაავადების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

[sknews.ge]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ძაღლებსა და კატებს ცოფზე უფასოდ აცრიან
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ