FM97.5 / LIVE

რით იყო განსხვავებული წლევანდელი „შოთაობა“

მთავარისაზოგადოება 26.09.2015
კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა–გაყიდვა, მესხური სამზარეულო და ლიტერატურული კონკურსის შედეგები – ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს და ახალ ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი.

რით იყო განსხვავებული წლევანდელი „შოთაობა“

დღეს, 26 სექტემბერს, ვარძიაში სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ იზეიმეს. გასული წლების მსგავსად, დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც დილიდან, კონცერტით დაიწყო. შეკრებილების განწყობაზე ზრუნვა ბენდმა „ნალი“, ტრიომ „ჰარმონია“ და ფოლკლორულამ ანსამბლმა „თილისმამ“ დაიწყეს და ადგილობრივმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა გააგრძელეს.

ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიებები. შეჯიბრი: მკლავჭიდში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ლოდის აწევაში. იქვე გამოფენა–გაყიდვაზე, ათსგვარი მესხური სუვენირის შეძენა შეიძლებოდა. ტრადიციულად, მესხური კერძები მზადდებოდა ამ დღისთვის სპეციალურად მოწყობილ მესხურ ოდებში.

რით იყო განსხვავებული წლევანდელი „შოთაობა“ ღონისძიებას ადგილობრივები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, ტურისტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

„ძალიან სასიხარულო დღეა, ჩვენ ავღნიშნავთ უდიდესი ქართველი მოღვაწის, როგორც საერო, ისე სასულიერო მოღვაწის დღეს“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მომავალ წელზე გაამახვილა ყურადღება: „მომავალ წელს 850 წელი სრულდება და გვინდა გრანდიოზულად ავღნიშნოთ. ეს მარტო საქართველოს სახალხო დღესაწაული არ არის, ეს არის მსოფლიოს დღესასწაული“.

გასული წლის მსგავსად, წელსაც ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

რით იყო განსხვავებული წლევანდელი „შოთაობა“ სპეციალური პრემია – 1.000 ლარი გადაეცა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, პოეტ ქეთევან ნათელაძეს. პირველი პრემია – 500 ლარი გადაეცა, ტრადიციული კახური მეღვინეობის განვითარების კომპანიისაგან, სანდრო ბერიძეს. მეორე პრემია – 400 ლარი ერგო, სამედიცინო კორპორაცია „ევექსისგან“, მარიამ წიკლაურს. 400 ლარი გადაეცა, სადაზღვეო კომპანია „იმედი L”–სგან, ლელა ცუცქირიძეს. მესამე პრემია მიიღო თამარ შაიშმელაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მორფოლოგიის ინსიტუტისაგან. 300 ლარი გადასცა ციური მესხიშვილს კერძო პირმა ელდარ ალიევმა.

"ჩემი ლექსების დევიზი არის სიყვარულზე. დიდი მადლობა ჟიურის, ნამდვილად არ ველოდი, ძალიან გახარებული ვარ" , –ამბობს ციური მესხიშვილი.

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძე, რომელიც ამავე დროს ლიტერატურული კონკურსის დამფუძნებელია, ამბობს, რომ კონკურსი გამოცხადებული ჰქონდათ მესხურ თემატიკაზეც: რუსთაველის 850 წელთან დაკავშირებით გვინდა გამოვცეთ კრებული „ქართველი პოეტები მესხეთს“ და ეს არის წინა პირობა იმისა, რომ მესხეთის თემატიკაზე შეიქმნას საუკეთესო პოეტური ქმნილებები, რომელიც გამოიცემა ცალკე წიგნად“.

აღნიშნულ კონკურსში წელს პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა გაიმარჯვა. მას პრემია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადასცა.

წინა წლებისგან განცხვავებით, „ლიტერატურული მესხეთის“ ორგანიზებით, წელს „შოთაობაზე“ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. დღესასწაულის დღეებში დაქოწინებულ წყვილებს მზითევში „ვეფხისტყაოსანს“ გაატანენ, წელს სამი ახალდაქორწინებული წყვილი დასაჩუქრდა.
გასული წლების მსგავსად, ღონისძიებას არ აკლდა სტუმრები.

„მე ამ დღისთვის სპეციალურად თბილისიდან ჩამოვედი, შესანიშნავი დღეა, ჩვენ მომავალს ამით გავაცნობთ ჩვენი წარსულის დიდების დღეებს“, – გვითხრა ავთანდილ წივილაშვილმა.

რით იყო განსხვავებული წლევანდელი „შოთაობა“ ღონისძიებაზე სიგელი გადასცეს ნაქალაქევის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეს ანა მაისურაძეს, ფორტეპიანოზე საუკეთესო შესრულებისთვის: „ცაგარეიშვილის მხიარული წამი დავუკარი, ძალიან ვღელავდი და გახარებული ვარ“.

ამ დღისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ, თუმცა, არ ახსოვთ რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ეს არც გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა იცის და არც კულტურის, ძეგლთადაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა მაკა ბერიძემ.

გასული წლის მსგავსად, „შოთაობა“ წელსაც ოპოზიციის გარეშე შედგა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოსაწვევებზე უარი თქვეს და დღესასწაული კვლას სოფელ რუსთავში აღნიშნეს.

„შოთაობას“ ვარძიაში დაახლოებით 4 საათს აღნიშნავდნენ. დღესასწაული საზეიმო ვახშმით დასრულდა.

[თინათინ ზაზაძე, თეონა თაბუნიძე, ასპინძა]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს
ვარძიაში  სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ იზეიმეს [Photo]
ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი
სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”
ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს
"შოთაობა" 2014 [Photo]