FM97.5 / LIVE

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა

მთავარისაზოგადოება 25.09.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად საკრებულომ რვა ესკიზიდან მხოლოდ ერთი შეარჩია, რომელიც განსახილველად ჰერალდიკის საბჭოს უნდა გადაუგზავნოს.

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიმბოლიკების (გერბისა და დროშის) მისაღებად კონკურსი მეორედ გამოაცხადა. ამჯერად კომისიაში სამი განაცხადი შევიდა, აქედან ერთში მხოლოდ ერთი ესკიზი იყო, მეორეში სამი, მესამეში კი ოთხი. საკრებულოს დეპუტატებმა და სათათბირო ხმის უფლებით მიწვეულმა სტუმრებმა რვა ესკიზიდან მხოლოდ ერთი მოიწონეს.

შერჩეული ესკიზის აღწერაში ვკითხულობთ, რომ გერბის ფარი ჰორიზონტალურად არის გადაკვეთილი ორ ნაწილად. პირველი ნაწილი, თეთრ ველზე მოთავსებულია წითელი ჯვარი. მეორე ნაწილი, მწვანე ველზე მოთავსებულია ოქროსფერი ციხე–სიმაგრე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ვერცხლის გვირგვინი, სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე–სიმაგრის ფორმის), ღია ჭიშკრით, ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "ახალციხე".

რაც შეეხება დროშას, აქ ვკითხულობთ, რომ დროშა ჰორიზონტალურად არის გადაკვეთილი სამ ნაწილად. პირველი ნაწილი, თეთრ ველზე მოთავსებულია წითელი ჯვარი. მეორე ნაწილი, ყვითელი ველი, მესამე ნაწილი, მწვანე ველი.

როგორც საბოლოოდ სხდომაზე დამსწრეები შეთანხმდნენ აღნიშნული ესკიზი ყველაზე დახვეწილი და მოწესრიგებული იყო. მხატვრებმა კი აღნიშნეს, რომ ესკიზებიდან ეს ერთადერთი ნიმუშია, რომელიც კომპაზიციურად კარგად აღიქმება.

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა
ჰერალდიკის კომისიის მიერ დაწუნებული ესკიზები

შერჩეული ნამუშევარი საკრებულომ განსახილველად ჰერალდიკის საბჭოს უნდა გადაუგზავნოს. 29 სექტემბერს კი საბოლოოდ გადაწყდება გახდება თუ არა აღნიშნული ესკიზი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლო თუ კონკურსის გამოცხადება მესამედ გახდება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად ჰერალდიკის კომისიამ კონკურსი პირველად 17 ივნისს გამოაცხადა. მოქალაქეებს ჰერალდიკური სიმბოლოების: გერბისა და დროშის ნიმუშების წარდგენა ერთი თვის ვადაში შეეძლოთ. კონკურსის დასრულების ბოლო დღეს, 17 ივლისს კომისიამ ოთხი ავტორის 9 ესკიზი მიიღო. აქედან კომისიამ მხოლოდ 2 ესკიზი მოიწონა და ჰერალდიკის საბჭოს გადაუგზავნა. თუმცა, საბჭომ ორივე მათგანი დაიწუნა. კონკურსი მეორედ 20 აგვისტოს გამოცხადდა. მოქალაქეებს ნამუშევრების წარდგენა 23 სექტემბრამდე შეეძლოთ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება
მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
ქალაქ ახალციხის ჰერალდიკის კომისია კონკურსს მეორედ აცხადებს
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 9–დან 2 ესკიზი მოიწონა