FM97.5 / LIVE
საქმეზე, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს. თუმცა, განაჩენის გამოცხადებამდე რეპლიკის მოსამზადებლად პროკურორმა გონივრული ვადა ითხოვა.">

ახალციხეში სახურავის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა

მთავარისამართალი 25.09.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტების რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის საქმეზე, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს. თუმცა, განაჩენის გამოცხადებამდე რეპლიკის მოსამზადებლად პროკურორმა გონივრული ვადა ითხოვა.

ახალციხეში სახურავის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
დასკვნით სიტყვას პროკურორი თამუნა ზურაბაშვილი ნახევარი საათის განმავლოაბში კითხულობდა. მისი განცხადებით, მერაბიშვილმა და ქასრაშვილმა ახალციხეში ასპინძის #28–ში მდებარე კორპუსის სახურავის მშენებლობისას სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, ასევე, ჩაიდინეს სამსახურეობრივი სიყალბე და მშენებელი ფირმის „სამცხე 21–ის“ ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილს თანხის მითვისებაში დაეხმარენ.

მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოების კონტროლი სწორედ მათ ევალებოდათ, მათივე ხელმოწერით შედგა ასევე ფორმა ორი, რის საფუძველზეც ფარცახაშვილს ბიუჯეტიდან თანხა ჩაერიცხა. რეალურად კი სამუშაოები პროექტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შესრულებული არ იყო.

ბრალდებულების ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით კი აღნიშნულ პროექტში მშენებელმა 6 ათასი ლარით მეტი დახარჯა, შესაბამისად, აქ ადგილი მითვისებას არ ჰქონია, ამდენად მითვისებაში დახმარების ფაქტიც გამორიცხულია. ამას კი ფარცახაშვილი იმ მოტივით აკეთებდა, რომ სამომავლოდ უფრო დიდ თანხაზე გამოცხადებული ტენდერები მოეგო: „ის არ იყო დღგ–ს გადამხდელი, ანუ არ ჰქონდა მოგებული 100 და 200 ათასიანი ტენდერები. მან მეტი გადაიხადა იმისთვის, რომ სამუშაო ხარისხიანად შეესრულებინა, თან პროექტზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა და შუა გზაში ხომ ვერ დატოვებდა. ასე კი სამომავლოდ პირობას იქმნიდა, იმისთვის რომ უფრო დიდ თანხაზე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა მიეღო“.

რაც შეეხება პროექტში შეცვლილ სამუშაოებს ბარძიმაძე აცხადებს: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98 მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მოხდება პროექტის ცვლილებაზე შეთანხმება, (მერე კი თანხობრივად უდნა აისახოს ეს დამკვეთის პოზიციაზე, რაც აუარესებს მის მდგომარეობას), ამას კი არ გააფორმებენ წერილობით, მაშინ შემსრულებელს ვეღარ მოთხოვენ ვერანაირად ხელშეკრულების პირობების მკაცრად დაცვას“.

ბრალდება რომ აბსურდულია, ამაზე სასამართლო დარბაზში მერაბიშვილმაც განაცხადა: „ეს სახურავი ხარისხიანად გაკეთდა და როგორ გაკეთდებოდა ხარისხიანად მასალა რომ გაფლანგულიყო?! არავითარი დანაკლისი აქ არ არის. მხოლოდ ერთია, აგური ჩავანაცვლეთ ბლოკით და ეს ყველამ იცოდა. მოცულობაზე რასაც გვედავებიან სიცრუეა, ექსპერტიზას აქ ჩატარებული სამუშაოები აზომილიც არა ქვს. ყველაფერი კანონის დაცვით დავთვალეთ და თუ ეს დანაშაულია მაშინ დამიჭირეთ“.

პროკურორმა რეპლიკის მოსამზადებლად მოსამართლეს გონივრული ვადა სთხოვა. მომავალი სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო პოლიციამ მერაბიშვილი, ქასრაშვილი და ფარცახაშვილი 11 აპრილს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი, მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქასრაშვილსა და მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე ემუქრება. გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთადაა ბრალდებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე XXI“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, თუმცა მისი საქმე მერაბიშვილისა და ქასრაშვილის საქმეს ცალკე გამოეყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ
რას ამბობენ მოწმეები სახურავის საქმეზე
სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო
ახალციხეში სახურავის  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
სახურავის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება