FM97.5 / LIVE

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში

მთავარიეკონომიკა 25.09.2015
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობის ნაწილს წყალი არ ისევ არ მიეწოდება.

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები ხვიჩა ხუციშვილი წყალს სახლიდან 500 მეტრის მანძილიდან ეზიდება. მიუხედავად იმისა, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სასმელი წყლის პროექტი ჯერ კიდევ ორი წლის წინ განხორციელდა, წყლის ზიდვა არა მხოლოდ ხუციშვილებს, ადგილობრივების ნაწილს ამ დრომდე უხდებათ.

"სოფლის პროგრამით" გათვალისწინებული 40 ათასი ლარი 2013 წელს ხოსპიოში ისე დაიხარჯა, რომ ცენტრალური გზის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები ხუთი ოჯახისთვის წყალი არ მიუყვანიათ. თუმცა, მხოლოდ ეს ხუთი ოჯახი არაა სოფელში ვისაც წყლის ზიდვა უწევს.
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
„ზედა უბანში წყალი არავისთან მიდის. ჩვენ კი იმ ხუთ ოჯახს ვინც გზის მეორე მხარეს ვცხოვრობთ, მოასფალტებული გზის ათხრის უფლებას ახლა არავინ მოგვცემს, რომ თვითონ გავიყვანოთ მილი, ან კიდევ სოფელს წყალი ხომ სოფლის ფულით გაუკეთეს, ჩვენ რა წყლის მოყვანა არ გვეკუთვნოდა?!“, – ამბობს მიშა ხუციშვილი.

ზედა უბანში რომ წყალი არ მოდის ამაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივი გიორგი მაცუკატოვიც საუბრობს: „ჭის წყლით გვიხდება სარგებლობა, იქაც მატლებია, დაბინძურებულია“.

ადგილობრივებს წერილობით შესაბამისი ორგანოებისთვის არა, თუმცა, აღნიშნულის შესახებ სოფელში გამგებლის წარმომადგენლისთივს არა ერთხელ მიუმართავთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხოსპიოში თეიმურაზ ყავრელიშვილი ადასტურებს, რომ გზის მეორე მხარეს მცხოვრები ხუთი ოჯახისთვის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული პროექტით, წყალი ნამდვილად არ მიუყვანიათ: „აქ ისეთი კლდე აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად გათხრა ვერ შევძელით“.

რაც შეეხება სოფლის ზედა უბანს, ყავრელიშვილი განმარტავს: „ზაფხულში, როცა ქვედა უბანში წყალს ბაღებში სარწყავად უშვებენ, ზედა უბანში აღარ ადის. ამას მე ვერ გავაკონტროლებ“.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა რიტუალების სახლში სამზარეულოს მოწყობისთვის დაიხარჯა: „მომავალ წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფულით ამ ხუთ ოჯახს მივუყვანთ წყალს“.

კითხვაზე, თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ თავიდანვე არ გაკეთდა გვპასუხობს: „როცა პროექტის განხორციელება დაიწყო არ ვიცოდით თუ აქ ფიზიკურად კლდე დაგვხვდებოდა და ვერ გავთხრიდით. წყალს ამ ხუთ ოჯახს სხვა მიმართულებიდან მივაწვდით“.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2019 ნალექი და ქარი 19 თებერვლამდე შენარჩუნდება

17.02.2019 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16.02.2019 საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]

16.02.2019 რაგბის მატჩი 'ტაოსა' და 'კოლხ რაინდებს' შორის არ შედგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?

ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
სამი წყაროს იმედად

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 30 პროექტის განხორციელება არ დაწყებულა
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება