FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულო საკუთარი იურისტის კვალიფიკაციას არ ენდო და ადვოკატი დაიქირავა

მთავარიპოლიტიკა 24.09.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, იმის გამო, რომ საკრებულოს იურისტს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, ახალციხეში რაიონულ სასამართლოში წაგებული საქმის ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებისთვის ადვოკატები იქირავა. საკრებულოს ინტერესებს სამი ადვოკატი დაიცავს.

ადიგენის საკრებულო საკუთარი იურისტის კვალიფიკაციას არ ენდო და ადვოკატი დაიქირავა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საადვოკატო ფირმასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი აცხადებს, მომსახურებისთვის 1500 ლარი გაიწერა. ამ თანხაში დაიცავს დაქირავებული ადვოკატი ადიგენის საკრებულოს ინტერესებს უზენაეს სასამართლოშიც, თუ რა თქმა უნდა, ეს საჭირო გახდება.

„ხელშეკრულება პარასკევს გავაფორმეთ თბილისში ერთ–ერთ საადვოკატო ფირმასთან. მისი დასახელება ზუსტად არ მახსოვს“, – ამბობს მღებრიშვილი.

საადვოკატო ფირმა, რომელთანაც საკრებულომ ხელშეკრულება დადო, არც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს მამუკა კალანდაძეს ახსოვს: „ამ წუთში არ ვარ სამსახურში, ნამდვილად არ ვიცი რომელი ფირმაა“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხელშეკრულება საადვოკატო ბიუროსთან „Ok & CG”-სთან გააფორმა.

„ბიუროდან საკრებულოს ინტერესების დასაცავად სამი ადვოკატი გამოიყო“, – ამბობს საადვოკატო ბიუროს „Ok & CG“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სააპელაციო სასამართლოში ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეზე, 21 სექტემბერს გაასაჩივრა.

ასევე ორშაბათს შეიტანა სარჩელი სასამართლოში თავად იმედა მღებრიშვილმაც. იგი აღნიშნულ საქმეში მესამე პირია და ლობჯანიძის საქმესთან დაკავშირებით ჩივის: „მე სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შევიტანე. ადვოკატი არ მყავს, არ მჭირდება, იურისტი ვარ და საკუთარ უფლებებს თავად დავიცავ“.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე კი ირწმუნება, რომ სახელმწიფოს ხარჯზე დაქირავებული ადვოკატი მღებრიშვილის ინტერესებსაც დაიცავს: „საკუთარ საქმეს ბიუჯეტის ხარჯზე იკეთებს“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატის დაქირავებასთან დაკავშირებით აპროტესტებდნენ, აცხადებდნენ, რომ კვალიფიციური ადვოკატის დაქირავება 5000 ლარამდე დაჯდებოდა.
„ასე არ მოხდა, ბევვრად ნაკლებ თანხაში შევძელით კვალიფიციური ადვოკატებთან ხელშეკრულების გაფორმება“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კვალიფიციური ადვოკატის დაქირავების საკითხზე რიგგარეშე სხდომაზე 17 სექტემბერს იმსჯელა, რასაც განხილვისას ხმაური მოჰყვა. უმცირესობამ უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. თუმცა, პრესასთან თავად საკრებულოს იურისტმა შალვა ტყემალაძემაც დაადასტურა, რომ მას ზემდგომ ინსტანციებში პროცესებზე გამოსასვლელად შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2018 მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ

19.11.2018 საირმე-აბასთუმანის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.11.2018 ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს[photo]

17.11.2018 ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს
ხმაური ადიგენში – რისთვის აპირებს საკრებულო კვალიფიციური იურისტის დაქირავებას?
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია საკრებულოს საჭიროებებს ვერ წვდება
ადიგენის ბიუჯეტმა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებით 60 000–ზე მეტი იზარალა
ადიგენის საკრებულოს იმედა მღებრიშვილი უხელმძღვანელებს