FM97.5 / LIVE

მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა

მთავარისაზოგადოება 23.09.2015
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად საკრებულომ კონკურსი ორჯერ გამოაცხადა. ამჯერად ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შვიდა.

მეორე მცდელობაზე ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში სამი განაცხადი შევიდა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად ჰერალდიკის კომისიამ კონკურსი პირველად 17 ივნისს გამოაცხადა. მოქალაქეებს ჰერალდიკური სიმბოლოების: გერბისა და დროშის ნიმუშების წარდგენა ერთი თვის ვადაში შეეძლოთ. კონკურსის დასრულების ბოლო დღეს, 17 ივლისს კომისიამ ოთხი ავტორის 9 ესკიზი მიიღო. აქედან კომისიამ მხოლოდ 2 ესკიზი მოიწონა და ჰერალდიკის საბჭოს გადაუგზავნა. თუმცა, საბჭომ ორივე მათგანი დაიწუნა.

სწორედ ამიტომ გახდა საჭირო კონკურსის მეორედ გამოცხადება. ამჯერად კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადები 20 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაო საათების განმავლობაში უნდა წარედგინათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ ამჯერად კომისიამ სამი ნამუშევარი მიიღო. კომისიამ დღეიდან, 23 სექტემბრიდან ხუთი დღის ვადაში უნდა განიხილონ. როდის გაიმართება ჰერალდიკის კომისიის სხდომა ჯერ ცნობილი არაა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ახალციხის ჰერალდიკის კომისია კონკურსს მეორედ აცხადებს
ახალციხის გერბისა და დროშის მისაღებად კონკურსი მესამედ ცხადდება
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 19 ესკიზიდან შვიდი მოიწონა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიამ 8–დან მხოლოდ ერთი ესკიზი მოიწონა
მეორე უშედეგო მცდელობა – ახალციხეს  გერბი და დროშა ისევ არ აქვს
მესამე, წარმატებული მცდელობა – ახალციხის გერბი და დროშა შეირჩა
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში 4 ნამუშევარი შევიდა