სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სოფელ ტაძრისთან ტყე იწვის

მთავარისამართალი » შემთხვევა 21.09.2015
სოფელ ტაძრისში, კოდიანის მხარეს, ბორჯომისა და ასპინძის საზღვარზე ტყე იწვის. ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

სოფელ ტაძრისთან ტყე იწვის

სოფელ ტაძრისთან,იქ სადაც ხანძარია, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებულია რამდენიმე რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა. ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობენ ადგილობრივებიც.

"გაჩენილი ხანძარი სოფლის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. კლიმატური პირობების გამო ცეცხლი ადვილად ვრცელდება და მიუვალი ადგილის გამო ხანძრის ლიკვიდაცია რთულდება. ასე გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია ცეცხლი ასპინძის ტერიტორიასაც მოედოს" - აცხადებენ შსს-ს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ დაუდევრობას. წინასწარი მონაცემებით გადამწვარია 5-6 ჰექტარი ტყის მასივი, თუმცა ზუსტი ფართობი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

"მეხანძრეები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, გართულების შემთხვევაში ვერტმფრენის ჩართვასაც არ გამოვრიცხავთ", - აცხადებენ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

ხანძრის შესახებ ინფრომაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

[sknews.ge]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ
ღარღვლის ტყეში ცეცხლის კერებთან სახანძრო ტექნიკა მივიდა
სოფელ ტაძრისთან ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
სოფელ რუსთავის ტყეში ხანძარია
საგანგებო: ‘საკირეს ტყეში ცოცხალი ძალა მთელი ღამე იმუშავებს’
სოფელ დვირთან, გორაკზე ბალახს ცეცხლი უკიდია