FM97.5 / LIVE

ახალციხეში მასწავლებელთა სახლი აშენდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.09.2015
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ახალციხეში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ მასწავლებლის სახლი უნდა აშენდეს.

ახალციხეში მასწავლებელთა სახლი აშენდება

ცენტრის ინფორმაციით, ახალციხეში აშენებული მასწავლებელთა სახლი მთელს სამცხე–ჯავახეთს მოემსახურება. მასწავლებელთა სახლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით იფუნქციონირებს და ორგანიზებას გაუწევს როგორც გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს, ისე სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.

მასწავლებლის სახლების ამოქმედება სამცხე-ჯავახეთის გარდა, კახეთში, სამეგრელოსა და გურიაშიც იგეგმება. ახალციხესთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ტერიტორია თელავშიც დაათვალიერა.

"მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დამტკიცებულია კონცეპტუალური მოდელი, რომლის მიხედვით რეგიონებში მასწავლებლის სახლები შეიქმნება", – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

გიორგი მაჩაბელმა ვიზიტის ფარგლებში ახალციხის N1 საჯარო სკოლაც მოინახულა და პედაგოგებს ახლახან გამოცემული სქემის გზამკვლევი პირადად გადასცა. გზამკვლევში დეტალურადაა განმარტებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ყველა დეტალი, რაც მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციებს გაუმარტივებს სქემით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მასწავლებელთა შეფასების სქემა აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის სქემის გზამკვლევი ითარგმნა
შეიქმნა მასწავლებელთა შეფასების სქემის გზამკვლევი
სასკოლო ქსელებისთვის ტრენინგების მეორე ციკლი დაიწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებისთვის ტრენინგებს იწყებს
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო