სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ხმაური ადიგენში – რისთვის აპირებს საკრებულო კვალიფიციური იურისტის დაქირავებას?

მთავარიპოლიტიკა 17.09.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის ხარჯზე ადვოკატის დაქირავებას აპირებს, რომელიც ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის საქმეზე, საკრებულოს ინტერესებს ბოლოს ინსტანციის სასამართლომდე დაიცავს. უმცირესობა ამას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად მიიჩნევს.

ხმაური ადიგენში – რისთვის აპირებს საკრებულო კვალიფიციური იურისტის დაქირავებას?

დღეს, 17 სექტემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც კვალიფიციური იურისიტის დაქირავების საკითხს განიხილავდნენ, ხმაურით წარიმართა.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკრებულომ ინიციატივამ კვალიფიციური იურისტის აყვანის თაობაზე, რომელიც ლევან ლობჯანიძის საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს და საკრებულოს ინტერესებს დაიცავს. საკრებულოს უმცირესობა ფიქრობს, რომ ეს ბიუჯეტი არამიზნობრივი ხარჯვაა, მითუმეტეს მაშინ, როცა საკრებულოს იურისტი ისედაც ჰყავს.

საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ინიციატივას იმ არგუმენტით ამყარებს, რომ საკრებულოს იურისტს საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს.

თუ ადიგენის საკრებულო საქმეს ბოლო ინსტანციაშიც წააგებს, ბიუჯეტს საკმაოდ დიდი ოდენობით ხარჯი დააწვება: საკრებულოს მოუწევს ლევან ლობჯანიძეს იძულებით განაცდური საათების ღირებულება აუნაზღაუროს, გადაიხადოს ადვოკატის ჰონორარი და ამის პარალელურად, ამ ხნის განმავლობაში ხელფასი უნდა აიღოს მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემაც.

თავად ლევან ლობჯანიძემ, რომლის საკითხის განხილვასაც ხმაური მოჰყვა, სხდომა დატოვა. მან განაცხადა, რომ მისი დარჩენა ამ სხდომაზე უხერხულია. სხდომა დატოვა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა მალხაზ ბოჩიკაშვილმაც.

საბოლოოდ, საკითხი დადებითად გადაწყდა. უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ იურისტი დაიქირაონ.

ადიგენში მიმდინარე სხდომას ესწრება „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი. თვალი ადევნებთ ვებგვერდს.

[Sknews.ge]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო საკუთარი იურისტის კვალიფიკაციას არ ენდო და ადვოკატი დაიქირავა
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია საკრებულოს საჭიროებებს ვერ წვდება
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ