FM97.5 / LIVE

ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ

მთავარისაზოგადოება 17.09.2015
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ახალციხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელის: მინაძის, ვალისა და ივლიტის საძროვრებს სადეზინფექციო ხსნარებით ამუშავებენ. მიზეზი მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს ცხელების შემთხვევების დაფიქსირება გახდა.

ახალციხეში საძოვრებს ყირიმ–კონგოს საწინააღმდეგო პრეპარატით წამლავენ

ახალციხის მუნციპალიტეტში მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამი ადამიანი დაავადდა, აქედან ბოლო შემთხვევა სოფელ ივლიტაში დაფიქსირდა. დაავადებულმა ტკიპამ ახალგაზრდა მამაკაცი დაავადა. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მამაკაცი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. დანარჩენი ორი შემთხვევა ვალესა და მინაძეში დაფიქსირდა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ლია ბექაურის განმარტებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც პირუტყვი ბალახს ძოვს, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ცხოველები და მათი სადგომები დავამუშავეთ ტკიპის საწინააღმდეგოდ. ამ ეტაპზე ჩამოსულია ჩვენი სამსახურის მობილური ჯგუფი და სპეციალური მანქანით ვწამლავთ საძოვრებს“, – ამბობს ლია ბექაური.

მისი თქმით, მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ცხელების ეს პირველი შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმ–კონგოს ცხელება ასპინძაში 2013 წელს დაფიქსირდა. მაშინ 24 წლის მამაკაცი და 27 წლის ორსული დაავადდა.

ყირიმ-კონგოს ანუ ჰემორაგიული ცხელების ვირუსი ტკიპებსა და სხვა ფეხსახსრიანებში ვლინდება. ადამიანზე კი იმ შემთხვევაში გადადის, თუ მას ვირუსის გადამტანმა ტკიპამ უკბინა. ადამიანიდან ადამიანზე ეს ვირუსი არ გადადის. ჰემორაგიული ცხელება ყირიმსა და კონგოში გასული წლის 40-იან წლებში დაფიქსირდა. სწორედ აქედან გამომდინარე მას ყირიმ-კონგოს ცხელება უწოდეს. საქართველოში ამ ვირუსის მატარებელი ტკიპები 80-იან წლებში აღმოაჩინეს. საქართველოში ეს ვირუსი პირველად 2009 წელს გამოვლინდა.

დაინფიცირების ალბათობა მაღალია, დაავადების 40 % კი ლეტალურად მთავრდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა
საქართველოში წელს ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა დაფიქსირდა
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს
ახალციხის სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში ყირიმ-კონგოთი დაავადებული ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]