FM97.5 / LIVE

სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.09.2015
დღეს, 14 სექტემბერს ახალი 2015–2016 სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში განახლდა.

სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში წელს 525 პირველკლასელია. აქედან 344 ქალაქში, 181 კი სოფლებში. ყველა პირველკლასელს საჩუქრად ნეთბუქები გადაეცათ. ახალცხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა პურველკლასელს საჩუქრად საკანცელარიო ნივთები გადასცა. საჩუქრებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1800 ლარი გამოიყო.

„სკოლა მომზადებული ხვდება ახალ სასწავლო წელს. ბავშვთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაიზარდა და ამჟამად 262 მოწავლე გვყავს. მინდა ყველა მოსწავლეს წარმატება ვუსურვო“, – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.

ქალაქის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„მინდა ყველას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და სწავლაში წარმატებები ვუსურვო. ახალციხესა და თემში 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა ყველა სკოლა სასწავლო პროცესისთვის მზად არის“, – ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე.

სასწავლო პროცესი განახლდა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც, სადაც სკოლის შენობის რემონტი იყო დაგეგმილი, თუმცა ტენდერის ჩაშლის გამო დროებით გადაიდო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალციხეში სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო
ახალციხის  სკოლებში 368  პირველკლასელი მიიღეს [Photo]
ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა
ახალციხის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა