ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია

მთავარისაზოგადოება 11.09.2015
ახალციხეში კოსტავას, რუსთაველის, პეტრიწისა და ხანძთელის ქუჩებზე სასმელი წყლის ხარისხი შემოწმდა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ერთ ქუჩაზე წყალში ამიაკის, მეორეზე კი პერმანგანატული ჟანგვადობის დიდი დოზა დაფიქსირდა.

ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია

სასმელი წყლის ხარისხი ახალციხის ოთხ უბანში ახალგაზრდების ინიციატივით პროექტ „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შემოწმდა. პროექტის მონაწილეებმა დახმარებისთვის „ახალციხის მომხმარებელთა დაცვის ცენტრს“ მიმართეს. ცენტრის თანამშრომლებმა სინჯები ახალციხის ოთხ ქუჩაზე: კოსტავას, რუსთაველის, პეტრიწისა და ხანძთელის ქუჩებზე, სასმელი წყლის ონკანებიდან აიღეს და შესამოწმებლად ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გააგზავნეს.

„შემოსული სასმელი წყლის სინჯის ორგანოლეპტიკა დამაკმაყოფილებელია“ – წერია ოთხივე ქუჩის შედეგებში. თუმცა, ანალიზის მიხედვით რუსთაველის ქუჩაზე სასმელ წყალში პერმანგანატული ჟანგვადობა ნორმის ფარგლებში არ იყო. ასევე, კოსტავას ქუჩიდან აღებულ სინჯში ნორმაზე ორჯერ მეტი ამიაკი დაფიქსირდა.

„კოსტავას ქუჩაზე აღებულ წყლის ანალიზში აღმოჩნდა, რომ ამიაკის დოზა ნორმაზე ორჯერ მეტია. კერძოდ, დასაშვებია, რომ წყალში ამიაკი იყოს მხოლოდ 2 მგ, ანალიზის მიხედვით კი 4 მგ. დაფიქსირდა. ხოლო მეორე დარღვევა რუსთაველის ქუჩაზე დაფიქსირდა, კერძოდ პერმანგანატული ჟანგვადობის დიდი დოზა აღმოჩნდა, ნორმის ფარგლებში უნდა იყოს 3, მაგრამ ანალიზის მიხედვით დაფიქსირდა 3,44“, – ამბობს პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ წარმომადგენელი ნანა მიქელაძე და ამატებს, რომ აღნიშნული წყლით მხოლოდ ერთი ქუჩა არ მარაგდება, შესაბამისად დაბინძურებულ წყალს სხვა ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობაც მოიხმარს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილების მიხედვით, სასმელი წყლის მიმწოდებელი ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია საზოგადოებას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყლის მიწოდება უზრუნველყოს. წყლის დაბინძურების შემთხვევაში კი კომპანია ვალდებულია ფაქტის შესახებ მოსახლეობას დაუყოვნებლივ აცნობოს.

„ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, დავლიოთ სუფთა წყალი. ამიტომ ვთხოვთ შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივ მთავრობას, რომ უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირებულობა და მოახდინონ რეაგირება“, – ამბობს პროეტის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი.
პროექტის წარმომადგენლების თქმით, მათი ინფორმაციით აღნიშნული შედეგები საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალშიც გადაიგზავნა, რის შემდეგაც კომპანიისგან რეაგირებას ელოდებიან.

„ველოდებით, რომ კომპანია თვითონ გააკეთებს ანალიზებს. თუ რაიმე დარღვევა იქნება, გამოასწორებს და მოსახლეობას სასმელად ვარგის წყალს მიაწვდის. ასევე იმედი გვაქვს, რომ იმ ავზს გაწმენდენ, საიდანაც ამ ქუჩებს წყალი მიეწოდება“, – ამბობს ნანა მიქელაძე.

პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ პარტნიორი სამცხე–ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირია“. ადვოკატირების კამპანიაში ჩართული ოცამდე ახალგაზრდა, სასმელი წყლის ხარისხისა და ვარგისიანობას პერიოდულად გაუწევს მონიტორინგს. მიღებულ ინფორმაციას კი მოსახლეობას მიაწვდის და აქტიურ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს თავად ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა დადასტურდა
წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება
ახალციხისა და ადიგენის რამდენიმე სოფელსა და ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე წყალი სასმელად უვარგისია
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა