FM97.5 / LIVE

ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.09.2015
ახალი სასწავლო პროცესი სკოლებში 14 სექტემბერს დაიწყება. სკოლები სწავლის დასაწყებად ემზადებიან. უკვე ცნობილია პირველკლასელთა რეგისტრაციის საბოლოო შედეგები. ახალციხის ექვს საჯარო და ერთ კერძო სკოლაში ჯამში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა

რაც შეეხება კონკრეტულ სკოლებს, პირველ საჯარო სკოლაში 85 პირველკლასელია რეგისტრირებული, რომლებიც სამ პარალელურ კლასში ისწავლიან. მეორე საჯარო სკოლაში ქართულ და რუსულ სექტორზე 31 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას ამ ეტაპზე 41 პირველკლასელია დარეგისტრირებული და ისინი ორ პარალელურ კლასში გადანაწილდებიან. თუმცა სკოლის დირექტორის სვეტლანა არუთინიანის თქმით, 3–მა ბავშვმა რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრო, მათ სკოლაში განცხადება უნდა შეიტანონ, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაცია განათლების სამინისტროსგან წერილობით მოითხოვს, რომ დამატებით ამ სამი ბავშვის მიღების უფლება მისცენ.

მეოთხე საჯარო სკოლაში, რომელიც საბარგო სადგურზე მდებარეობს და ოთხწლიანია, წელს 5 პირველკლასელი იქნება.

მეხუთე საჯარო სკოლაში 143 პირვეკლასელი 6 პარალელურ კლასში ისწავლის. რაც შეეხება მეექვსე საჯარო სკოლას, აქ 25 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

ახალციხეში არსებულ კერძო სკოლა „მზექამ“ კი წელს 14 პირველკლასელი მიიღო.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის