FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება

მთავარისამართალი 08.09.2015
დღეს, 8 სექტემბერს ბრალდებული შალვა აბულაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებით განხილვას დაესწრება. მისი ადვოკატების განცხადებით, აბულაძეს კვლავ სხვისი დახეული ტანსაცმელი აცვია და არც თავის მოწესრიგების საშუალება მიეცა.

ახალციხის სასამართლო შალვა აბულაძის საქმეს განიხილავს, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება

დღეს, 8 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა 16:00 საათზე დაიწყება.

ბრალდებულის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება: „მას ისევ სხვისი დახეულ–დაფხრეწილი ტანსაცმელი აცვია. სახალხო დამცველის რეაგირებისა და ჩარევის შემდეგ მხოლოდ საცვალი მისცეს. ისევ გრძელი წვერი და ფრჩხილები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გამართულ სასამართლო სხდომებს შალვა აბულაძე არ დასწრებია. მიზეზად ადვოკატები მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ბრალდებულს პროცესზე დასასწრებად სამოსი არ ჰქონდა. მათივე თქმით, ბრალდებულს არც თავის მოწესრიგების საშუალება ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.

2015 წლის 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ქ.თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
შალვა აბულაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე განაჩენამდე წიგნის გამოცემას აპირებს
გრძელი წვერი, ფრჩხილები და თმა – ადვოკატების თქმით, შალვა აბულაძეს ციხეში აწამებენ
პოლიცილების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე აცხადებს, რომ ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან
გაგრძელდება თუ არა შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა მის გარეშე
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა