FM97.5 / LIVE

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ლოკალიზება უჭირთ

მთავარისამართალი » შემთხვევა 08.09.2015
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2 ჰექტრამდე ტყე დაიწვა. მეხანძრები ხანრის ჩაქრობას ამ წუთებშიც ცდილობენ. სამუშაოებს მიუვალი ადგილი აფერხებს.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ლოკალიზება უჭირთ

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეებთან და რეინჯერებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს.

ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის პაატა კბილაშვილის განმარტებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ჰექტრამდეა დამწვარი. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ნიჩბებით უწევთ.

„ღია ცეცხლი არ არის. ხჩოლვა მიდის ტყეში, ნეშომპალა იწვის. გარშემო გალავანი დავარტყით, რადგან ცეცხლს გავრცელების საშუალება არ მივცეთ“, – ამბობს პაატა კბილაშვილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მეტყევეები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ხანძარი გუშინ, 7 სექტემბერს დაახლოებით 14:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა უჭირთ
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყე იწვის
ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ხანძრის ჩაქრობისას დაცვის განყოფილების უფროსი დაიღუპა
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გერმანელი ექსპერტი დაიკარგა
შსს: მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს