FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 07.09.2015
დღეს, 7 სექტემბერს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ეროვნული დრამატურგიის მესამე ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრო.

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა

ეროვნული დრამატურგიის მესამე ფესტივალი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა გახსნა, სპექტაკლით: „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“.

ფესტივალის გახსნა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე რეჟისორები, თეატრთმცოდნეები, მსახიობები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მესხეთში დღეს დიდი ზეიმი დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი მესხეთის თეატრისთვის“, – ასე შეაფასა ფესტივალის გახსნა საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

სპეციალურად ფესტივალისთვის ახალციხის მერიამ კონკურსი დააწესა. ნომინაციაში – „საუკეთესო დრამატული ნაწარმოები“ გამარჯვებული ეროვნული დრამატურგიის ფესტივალს დახურავს.

შეგახსენებთ, წელს, ეროვნული დრამატურგიის მესამე თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობს. სამი კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს გამართავენ: თბილისის, გორის, რესთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის და მესხეთის თეატრის დასები.

ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ქალაქ ახალციხის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს კულტურის მინისტრი ესტუმრება
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დასრულდა
დღეს მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება
მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის მესამე ფესტივალს იწყებს
ახალციხეში დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
რა სპექტაკლებით გრძელდება დრამატურგიის ფესტივალი