FM97.5 / LIVE

როცა საკონფერენციო დარბაზი მერის კაბინეტზე პატარაა, დიდი დარბაზის რემონტს კი თანხა არ ჰყოფნის

მთავარიპოლიტიკა 02.09.2015
ახალციხის მერიისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია ისე დაასრულეს, რომ დარბაზი გასარემონტებელი დარჩა. არასაკმარისი თანხა, სხვაგვარად გაწერილი პრიორიტეტი თუ შემთხვევით გამორჩენილი ფართი, რომელიც პროექტში ვერ მოხვდა;

როცა საკონფერენციო დარბაზი მერის კაბინეტზე პატარაა, დიდი დარბაზის რემონტს კი თანხა არ ჰყოფნის

ახალციხეში, კოსტავას N18–ში მდებარე სამსართულიანი კორპუსის რემონტი დასრულებულია. თუმცა, 48 კეთილმოწყობილ ოთახს შორის ერთი, დარბაზი გასარემონტებელი დარჩა. აქ სამშენებლო ნარჩენი და უსარგებლო ნივთები ყრია. აქვეა მოთავსებული პირველი საჯარო სკოლის ინვენტარის მცირე ნაწილიც.

„ფული არ იყო საკმარისი და დარბაზი იმიტომ ვეღარ გავარემონტეთ“, – ამბობს მშენებელი კომპანიის, შპს „მშენებელის“ დირექტორი ირაკლი დონგუზაშვილი.

როცა საკონფერენციო დარბაზი მერის კაბინეტზე პატარაა, დიდი დარბაზის რემონტს კი თანხა არ ჰყოფნის ახალციხის მერიის შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 511356,00 ლარი დაიხარჯა. თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო. როგორც აღნიშნულ უწყებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიწოდებული პროექტის მიხედვით განხორციელდა: „ამიტომ, დარბაზთან დაკავშირებით კითხვით ახალციხის მერიას მიმართეთ“.

მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გააკეთა, თუმცა, მისი საბოლოო ვერსია მერიასთან შეათანხმეს. კითხვაზე, დაინტერესდნენ თუ არა რატომ იყო პროექტში გამორჩენილი დარბაზის რემონტი, ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ გვიპასუხა: „თანხა აღარ ეყო“.

პროექტი რომ გაწერილ თანხაში უნდა ჩატეულიყო, ამაზე მუნიციპალური განვითარების ფონდშიც საუბრობენ. თუმცა, აცხადებენ, რომ პრიორიტეტს თავად მერია განსაზღვრავდა და ალბათ დარბაზის რემონტი საჭიროდ არ ჩათვალეს.

„საპროექტო კომპანიას, ბუნებრივია, პროექტის გასაკეთებლად თანხა ჩვენ გადავუხადეთ, მაგრამ პროექტი მერიასთან შეათანხმეს. ჩვენ ხომ არ ვიცით ახალციხის მერიის საჭიროებები, იქნებ ერთ სართულზე ორი სველი წერტილი სჭირდებათ?! შესაძლოა დარბაზი არ იყო პრიორიტეტი და საჭიროდ მეტი სამუშაო ოთახის გაკეთება ჩათვალეს“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

როცა საკონფერენციო დარბაზი მერის კაბინეტზე პატარაა, დიდი დარბაზის რემონტს კი თანხა არ ჰყოფნის ახალციხის მერიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის მიხედვით, დარბაზი, რომელიც დაახლოებით 300 კვადრატული მეტრია, არ გარემონტდა, მაგრამ საკონფერენციო დარბაზად პირველ სართულზე მდაბარე ყველაზე დიდი ოთახი ეწყობა. მისი ფართობი პროექტის მიხედვით 48 კვადრატული მეტრია, საკონფერენციო ოთახს ახალციხის მერის კაბინეტი 12 კვადრატული მეტრით აღემატება. გიორგი კოპაძისთვის განკუთვნილი კაბინეტის ფართობი 60 კვადრატული მეტრია. მთელ შენობაში ეს ყველაზე დიდი ოთახია. 37 კვადრატული მეტრია საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი. ამ ორ კაბინეტთან მოწყობილია მოსასვენებელი ოთახები და აბაზანებიც.

ახალგარემონტებულ შენობაში პირველ სართულზე 14, მეორეზე და მესამე სართულებზე კი 17–17 ოთახია განთავსებული. მათ შორის ყველაზე მცირე სამუშაო ოთახი, პროექტის მიხედვით, 7–9 კვადრატული მეტრია.

როცა საკონფერენციო დარბაზი მერის კაბინეტზე პატარაა, დიდი დარბაზის რემონტს კი თანხა არ ჰყოფნის ამჟამად, კოსტავას N18–ში მდებარე შენობას სამშენებლო ნარჩენებისგან ასუფთავებენ. გარდა ამისა, როგორც სამუშაოების მწარმოებელი ბონდო ტაბატაძე გვიხსნის, შესაერთებელია კონდინციონერებიც: „ამასაც გავაკეთებთ და შენობას დავკეტავთ ჩაბარებამდე“.

დასრულებული პროექტი, როგორც დონგუზაშვილი აცხადებს, მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა ჩააბარონ. თუმცა მისი ჩაბარების ვადამ სამი თვით გადაიწია: „პროექტის ფარგლებში ახალციხის მერიასთან ერთად ადმინისტრაციული შენობები რემონტდება თელავში, გორსა და მცხეთაშიც. იქ ვადები სამი თვით გადაგვიწიეს, ამიტომ ახალციხის მერიასაც მათთან ერთად ჩავაბარებთ. თუმცა, ახლა რომც ვაბარებდეთ, მერია აქ ჯერ მაინც ვერ გადავა, ავეჯი არ აქვთ“.

რა დაჯდება ახალციხის მერიის ახლადგარემონტებული შენობისთვის ავეჯის შეძენა, უცნობია.

როცა საკონფერენციო დარბაზი მერის კაბინეტზე პატარაა, დიდი დარბაზის რემონტს კი თანხა არ ჰყოფნის „რა თანხა დაგვჭირდება ავეჯის შესაძენად ჯერ ზუსტად არ ვიცით“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ იმ პროექტის ფარგლებში, რომლითაც შენობა რემონტდება, ავეჯის შეძენა გათვალისწინებული არ იყო: „ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რა სახსრებით იქნება ავეჯი შეძენილი ახალციხის მერიისთვის, ჯერ არ ვიცით. მგფ–ს დაევალება რომ იყიდოს თუ ამას თავად მერია იყიდის, ჯერ არც ესაა გარკვეული“.

კონტრაქტის მიხედვით, ოთხივე ქალაქში ადმისნიტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები 29 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ამ დრომდე ახალციხის მერია მუშაობას შალვა ახალციხელის N2–ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად აგრძელებს.

როცა საკონფერენციო დარბაზი მერის კაბინეტზე პატარაა, დიდი დარბაზის რემონტს კი თანხა არ ჰყოფნის

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა
ახალციხის მერია სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციას იწყებს
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
ქალაქის მერია ახალ შენობაში გადასვლას აპრილის ბოლოს გეგმავს
ახალციხის მერია მერიის შენობაში დარჩება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლოგო შეცვალა
ბორჯომში 'ახალი კავალერიის კორპუსს' რესტავრაცია ჩაუტარდება [R]