ახალციხის ტბა სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი

მთავარიეკონომიკა 02.09.2015
მართალია, ახალციხის ხელოვნური ტბის კომპლექსი მერიამ ააიპ–ად დაარეგისტრირა, დირექტორიც დაუნიშნა და ბიუჯეტიც დაუმტკიცა, თუმცა, ზაფხულის სეზონი ისე დასრულდა, რომ კომპლექსში ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყო. ოპოზიცია მერიას მუშაობას უწუნებს.

ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი

2015 წლის ზაფხული ისე დასრულდა, რომ ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები არ ამუშავებულა, მხოლოდ გარე განათება ჩაირთო და ტბაში წყალი შეუშვეს. ახალციხის მერის დაპირების მიუხედავად, ჯერ ტბაზე არც სანაპირო მოუწყვიათ და არც წყლის ველოსიპედები ჩანს სადმე.

„ტბის წყალი ქვეწარმავლებისგან გავწმინდეთ, მალე ფანტანებიც გაკეთდება“, – ირწმუნება ააიპ „ახალციხის ტბის“ დირექტორი გაგა ღავთაძე.

გასართობი კომპლექსი ახალციხის ხელოვნური ტბა მერიამ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად მიმდინარე წლის ივლისში დაარეგისტრირა. მალევე დამტკიცდა ტბის ბიუჯეტიც.

„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური ფიქრობს, რომ ტბისთვის გამოყოფილი ფული არამიზნობრივად იხარჯება.

„ტბაზე ააიპ–ი მერიამ ნათესავების დასასაქმებლად შექმნა. მერი თავის ხალხს ასაქმებს, ეს ფული სად მიაქვს არავინ იცის“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური, თუმცა, უცნობია რაში ხედავს ნეპოტიზმის ნიშნებს, რადგან ტბის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ჯერ მხოლოდ დირექტორი და მისი მოადგილე არიან დანიშნული.

ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, ახალციხის მერის განცხადების თანახმად, ტბაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამართულ საკრებულოს სხდომაზეც იმსჯელეს: „არც წყალი, არც თევზი, არც ნავები. კოპაძე სულ იმას ამბობდა, აგვისტოში დასრულდება სამუშაოებიო, მაგრამ რა გაკეთდა?“

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი რომ ჩავარდა, ამას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძეც ფიქრობს: „ბევრი ხალხი იკრიბება ტბაზე საღამოობით, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა, არაფერი გაკეთებულა“.

რატომ გაჭიანურდა ტბაზე დაგეგმილი სამუშაოები ახალციხის მერიაში ვერ გავარკვიეთ, პრესსამსახურმა ინფორმაციის მისაღებად ტბის დირექტორთან გადაგვამისამართა. თუმცა, პასუხი ვერც ერთი თვის წინ დანიშნულმა დირექტორმა გაგვცა.

„ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გაგა ღავთაძემ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

13.01.2017 ბავშვებს და უფროსებს, რომლებმაც განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

16.01.2017 NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

15.01.2017 19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

მერიამ ‘ახალციხის ტბა’ გაგა ღავთაძეს ჩააბარა
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]
ახალციხის ტბაზე შადრევანი ამუშავდა
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები
რა ეღირება ახალციხის ტბაზე ნავით გასეირნება