სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.09.2015
დღეს, 2 სექტემბერს, პირველკლასელთა რეგისტრაცია უნდა დასრულდეს, გუშინდელი მონაცემებით, ახალციხის 6 სკოლაში 341 პირველკლასელი შევა.

2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 85 პირველკლასელი სამ პარალელურ კლასში ისწავლის. მე–5 საჯარო სკოლაში 143 პირველკლასელი 6 პარალელურ კლასში განაწილდება. მეექვსე საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 25 პირველკლასელია დარეგისტრირებული. მე–2 საჯარო სკოლაში 32 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთაგანაც 11 სწავლას ქართულ, ხოლო 21 რუსულ სექტორზე ისწავლის. მე–3 საჯარო სკოლაში 42 პირველკლასელია და აქ ორი პარალელური კლასი შეიქმნება. კერძო სკოლის „მზექას“ დირექტორის თქმით შენობის სიმცირიდან გამომდინარე მხოლოდ 14 პირველკლასელის მიღება შეძლეს.

სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ პირველკლასელთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან მნიშვნელოვანი სიახლეები არ იგეგმება. ერთადერთი სიახლე ისაა, რომ პირველი სკოლა რემონტისთვის ემზადება, მე–2 და მე–6 სკოლებში კი ექიმის კაბინეტი ამუშავდება.

გასული სასწავლო წელი ახალციხის ამ 6 სკოლაში 227–მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა, ამ სასწავლო წელს კი 225 ახალგაზრდა დაამთავრებს.
სკოლებში სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება.

[თეონა თაბუნიძე, ნანა მიქელაძე, ახალციხე]


18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2018 'რაბათის' კვალი [PhotoVideo]

19.02.2018 ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’

19.02.2018 ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’

18.02.2018 ბორჯომის გამგებლის წარმომადგენელმა იტალიაში ბიუჯეტის ხარჯზე იმოგზაურა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო