FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 300 სტუდენტი მიიღო

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.09.2015
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებული 1000 ადგილიდან წელს 300 ადგილი შეივსო. აქედან 248 ბაკალავრიატში ჩაირიცხა, 52 კი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 300 სტუდენტი მიიღო

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, წელს მთელი საქრთველოს მასშტაბით, სტუდენტი 28053 აბიტურიენტი გახდა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი წელს 300 სტუდენტი მიიღო, – 248 ბაკალავრიატში, 52 კი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ წელს სამივე მისამართზე, ახალციხის ორ და ახალქალაქის ერთ კორპუსში, მიღება 1000 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადეს, თუმცა, ყველა ადგილის შევსების მოლოდინი არ ჰქონიათ.

„როცა მიღებას ვაცხადებთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენთვის აკრედიტაციის ფარგლებში განსაზღვრულ ქვოტას. მთლიან სასწავლებელს მინიჭებული აქვს 2 400 ადგილი, აქედან 300 პროფესიული პროგრამებისთვისაა, 2100 კი უმაღლესი განათლებისთვის. ამიტომ რაც თავისუფალი ადგილები გვაქვ,ს მიღებას იმდენ ვაკანტურ ადგილზე ვაცხადებთ, რომ არ იყოს კონკურენცია და მეტი სტუდენტი მოვიდეს. თუმცა, წინასწარ ვიცით დაახლოებით რამდენი სტუდენტი მოვა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

მისივე თქმით, ყოველწლიურად უნივერსიტეტი დაახლოებით 200–დან 300–მდე სტუდენტს იღებს. გასულ წელთან შედარებით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 50–60–ით მეტი ახალგაზრდა ჩაირიცხა. ნიკოლოზ ახალკაცი ამბობს, რომ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა უფასო პროგრამების ამოქმედებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ 21 პრიორიტეტული პროგრამაა დამტკიცებული. ამათგან სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სამი მიმართულება აქვს: „აუცილებელია, რომ სამივე საფეხური გქონდეს. ჩვენ ასეთი სამი პროგრამა გვაქვს: ისტორია, ეკონომიკა და ფილოლოგია. გაცილებით მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა ამ მიმართლებებზე“.

ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაკალავრიატში 20 პროგრამა აქვს, აქედან ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა ისევ სამართალი და ბიზნესის ადმინისტრირება რჩება.

ნიკო ახალკაცის თქმით, უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს გარკვეული სიახლებიით ხვდება. ცვლილებები ძირითადად შეფასების სისტემას შეეხო: „აქამდე ორი შუალედური გამოცდა გვქონდა, ახლა შემოვიღეთ ერთი შუალედური, სამაგიეროდ გავზარდეთ პროფესორის როლი შეფასების სისტემაში. ახლა უკვე პროფესორი შეაფასებს, როგორც ყოველკვირეულად, ასევე გარკვეული დავალებებით, რეფერატებით, პრეზენტაციებითა და ასე შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება აქტიური იყოს სტუდენტისა და პროფესორის ურთიერთობა. ასევე თანდათანობთ ვმუშაობთ იმაზე, რომ სტუდენტს შეეძლოს ჩვენგან წაიღოს მასალა ელექტრონული სისტემით“.

რაც შეეხება სასწავლებლის მეორე და მესამე საფეხურს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ, ჯერ უცნობია, სულ რამდენი სტუდენტი იქნება წელს სამივე საფეხურზე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები დარჩა