FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა

მთავარისაზოგადოება 18.08.2015
ახალციხის ქვედა ციხეში მდებარე საპირფარეშო ფასიანი გახდა. ფასი ყველასთვის ერთია, 50 თეთრი ტურისტისთვისაც და ციხეში დასაქმებული პერსონალისთვისაც. უფასო რჩება ზედა ციხეში მდებარე საპირფარეშო. თუმცა, ფასიანია ზედა ციხეში შესვლა.

ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა

ახალციხის ციხის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას იმ მოტივით ხსნის, რომ საპირფარეშოს მოვლა–შენახვა ძვირი ჯდება. ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ახალციხის მერიასთან შეთანხმებით მიიღო.

„მერიისგან მივიღეთ დასტური“, – ამბობს ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლილი გოზალიშვილი და ამატებს, რომ სუბსიდიის შემცირების შემდეგ ციხე ყველა ხარჯს ვეღარ სწვდება, – „საპირფარეშოდან შემოსული თანხა ისევ საპირფარეშოს მოხმარდება“.

ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში შესვლა უფასოა. ციხის ამ ნაწილში ძირითადად მომსახურების ობიექტებია: სასტუმროები, რესტორნები, ბარები და ორი მაღაზია. მაღაზიებსა და ბარებს საპირფარეშო არ აქვთ. მათი მომსახურე პერსონალიც და კლიენტებიც ციხის საერთო საპირფარეშოთი სარგებლობდნენ. აქედან გამომდინარე, ბარებში და მაღაზიებში საპირფარეშოს ფასიანად ქცევა არ ხიბლავთ, თუმცა, კომენტარისგან თავს იკავებენ.

უფასო რჩება ის საპირფარეშო, რომელიც ზედა ციხეში მდებარეობს. თუმცა, ზედა ციხეში, სადაც ისტორიული ობიექტებია, შესვლა ფასიანია, ამდენად, ეს ქვედა ციხეში მომუშავეთა და დამსვენებელთათვის, გამოსავალი არ არის.

ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში საპირფარეშო ფასიანი ხდება
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა
‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა
ახალციხის ციხეში ”ბოიარდის ციხესიმაგრის”  ქართულ ვერსიას გადაიღებენ
ახალციხის ციხის მონახულება გაძვირდა