FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ბორჯომში ციფრულ მაუწყებლობაზე იმსჯელეს

მთავარიეკონომიკა 17.08.2015
რა არის საჭირო ციფრული მაუწყებლობის მისაღებად, რა ჯდება სეთ–თოფ ბოქსი და რამდენადაა მზად მოსახლეობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად. ამ თემაზე ახალციხესა და ბორჯომში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

ახალციხესა და ბორჯომში ციფრულ მაუწყებლობაზე იმსჯელეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების გადაწყვეტილებით, იმ ზონისთვის სადაც საქართველო მდებარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის ბოლო თარიღად 2015 წელი განისაზღვრა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა 2015 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება.

სამცხე–ჯავახეთი მეექვსე ზონაა, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ანალოგური მიწისზედასაეთერო სიგნალი რეგიონში ხვალ, 18 აგვისტოს გაითიშება. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ახალციხესა და ბორჯომში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, საქართველოს ტელერადიოცენტრის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობების წარმომადგენლებს ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეხება.

„ქვეყანა ვალდებული იყო ის პირობა შეესრულებინა, რომელიც მან იკისრა ჟენევა 06–ის ფარგლებში. საქართველოში ციფრული მაუწყებლობა უკვე ჩართულია მიმდინარე წლის 17 მარტიდან და ეტაპობრივად ითიშება ანალოგური მიწისზედა სიგნალი, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც აქვს სახლის ან ოთახის ანტენა, გაეთიშება ტელემაუწყებლობა“, – ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა ჯალაღონია.

ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.

სეთ–თოფ ბოქსის შეძენა შესაძლებელია ტექნიკის მაღაზიაში. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, სპეციალური მოწყობილობის შეძენა 50–დან 70 ლარამდე ჯდება. ამის შესახებ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. რწმუნებულების თქმით, ადგილობრივები მზად არ არიან სეთ–თოფ ბოქსების შესაძენად და ხვალიდან მოსახლეობის 60 პროცენტი ტელემაუწყებლობის გარეშე დარჩება.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ასე ერთბაშად გათიშონ და ახალ მაუწყებლობაზე გადავიდნენ ამისთვის მოსახლეობა მზად არ არის. მე მეტყვიან ალბათ, რომ ძველი ანტენა რომ აქვთ იმაში ფული გადაიხადეს და ასე უცბად კიდევ ახალი უნდა იყიდონ. ხალხი გაჭირვებულია და ყველას არ აქვს ამის საშუალება, მე მეშინია რომ ბევრი დარჩება უტელევიზოროდ“, – ამბობს გამგებლის წარმომადგენელი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის თემის ადმინისტრაციულ ორგანოში გიორგი ბლიაძე.

ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე ითქვა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და შესაბამისად მოსახლეობას რამდენიმე თვე ჰქონდა იმისთვის, რომ სეთ–თოფ ბოქსები შეეძინა. გარდა ამისა, მაღაზიებში კეთდება განვადებაც და მოსახლეობას სპეციალური მოწყობილობის შეძენა განვადებითაც შეუძლია.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლოებას, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით 211 000 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ათასზე დაბლაა, სეთ–თოფ ბოქსებს უფასოდ მიიღებს.

„ვისაც ჯერ კიდევ არ აუღია სეთ–თოფ ბოქსი, მას შეუძლია პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მივიდეს ფოსტის რაიონულ განყოფილებაში და მიიღოს მისი კუთვნილი სეთ–თოფ ბოქსი, ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის“, – ამბობს ირმა ჯალაღონია.

ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.

ახალციხესა და ბორჯომში ციფრულ მაუწყებლობაზე იმსჯელეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
რა იციან მოქალაქეებმა ციფრულ მაუწყებლობაზე [Video]
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)
ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე