FM97.5 / LIVE

ლილი ზუმბაძე: ‘5 000–მდე მიცვალებული გავკვეთე, სასაფლაოზე რომ გავდივარ, მგონია მკვდრები მომდევენ’

მთავარი 16.08.2015
მორგში მუშაობის ნახევარ საუკუნეზე მეტი, 5 000–მდე გაკვეთილი მიცვალებული და ჩვევაში გადასული საქმიანობა; 83 წლის ლილი ზუმბაძის ერთადერთი სურვილი და დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდება;

ლილი ზუმბაძე: ‘5 000–მდე  მიცვალებული გავკვეთე,  სასაფლაოზე რომ გავდივარ, მგონია მკვდრები მომდევენ’
ლილი ზუმბაძე ჭიათურის რაიონში, სოფელ ქვედა უსახელოში დაიბადა. სკოლა სოფელშივე დაამთავრა და სწავლა თბილისში, საექთნოზე, სამედიცინო კოლეჯში გააგრძელა. მეუღლე, საკუთარ სოფელში გაიცნო და დიდმა სიყვარულმა სამცხე–ჯავახეთში, ახალციხეში წაიყვანა. თუმცა, მალე ქმარი სამამულო ომში წავიდა და დაქვრივდა.

ერთი შვილის ამარად, სრულიად მარტო დარჩენილს, მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, ამიტომ მუშაობა ქალაქის საავადმყოფოში, ექთნად დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი იგი სამუშაოდ მორგში გადაიყვანეს: „ჩემი მუშაობა მთავარ ექიმს ძალიან მოსწონდა და ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩემ გარდა მორგში მუშაობას ვერვინ შეძლებდა“.

ამ დროს, მარტოხელა დედას ძალიან უჭირდა, ამიტომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მთავარი ექიმს უნდა დათანხმებოდა: „გაჭირვება გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ პროფესიას დავეუფლე. თავი არ დამიზოგავს. იმდენი ხალხი მყავს გაკვეთილი, ვერავინ დათვლის. 55 წელი მიხდება მანდ მუშაობის და დაახლოებით 5 000 მიცვალებული მყავს გაკვეთილი. სასაფლაოზე, რომ გავდივარ, ასე მგონია, მკვდრები მომდევენ“.

ამბობს, რომ პირველი დღე, როცა მიცვალებული გაკვეთა, არასდროს დაავიწყდება: „მაშინ განცდილი შიში და ნერვიულობა სულ მახსოვს.
თუ ძლიერი და გამბედავი ადამიანი არ ხარ, მიცვალებულებთან ვერასდროს იმუშავებ. პირველად მორგში რომ შევედი, გული გამისკდა, თან პირველადვე რვა ადამინის გავკვეთა მომიხდა და მარტო მე მოვემსახურე. ძალიან შემზიზღდა, სახეზე გამომაყარა, მაგრამ მერე მივეჩვიე და ახლა რაღა დროს შიშია?!“

იხსენებს, რომ გაკვეთილი მიცვალებული სიზმარში მხოლოდ ერთხელ ნახა: „დამესიზმრა, რომ მომდევდა. სიმწრით გავრბოდი და თან უკან ვიხედებოდი. ძალიან მეშინოდა. მერე ვითომ გორაზე ავედი, გავშალე ფრთები და გავფრინდი. ეს იყო და ეს, მას მერე მიცვალებული აღარ დამსიზმრებია“.

როგორც თავად ამბობს, ყოველი გაკვეთილი მიცვალებულის შემდეგ, ეკლესიაში მიდის და მის სახელზე სანთელს ანთებს: „ტაძარში სიარული შვებას მგვრის, ეკლესია და მოძღვარი ძალიან მეხმარება“.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ნაკეთები საქმიანობა ლილი ზუმბაძეს ისე აქვს გამჯდარი, რომ სამძიმარზე მისულს თუ მიცვალებული არ მოეწონა თავისებურად აპატიოსნებს: „ყოფილა შემთხვევები, რომ სამძიმარზე შევსულვარ, მიცვალებული არ მომწონებია, გამიშვია ჭირისუფლები ოთახიდან და გარდაცვლილი გამიპატიოსნებია“.

ამბობს რომ თავად სიკვდილის შიში არ აქვს: „ერთადერთი სურვილი რაც მაქვს, ესაა არ გამკვეთონ და გარდაცვლილი სპეციალურ მაცივარში არ ჩამსვან“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პირველი მიცვალებული დაპირისპირების შემდეგ– ადიგენში მუსლიმს კრძალავენ
ერთმანეთის იმედად დარჩენილი დები – ჟენია და ასია გევორქიანები
ახალციხეში შვილმა დედა მარტომ დაასაფლავა – ფაქტს შსს იძიებს
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
წასულები და დარჩენილები
‘ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ’ – ნაკრძალში გატარებული 35 წელი
სკოლა ვაგონში, სადაც ერთი მოსწავლეა [Photo/Video]