FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა

მთავარისამართალი » შემთხვევა 14.08.2015
ახალქალაქში, აბულის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვმა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის "ჭალას" კუთვნილი 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა.

ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა
შემთხვევა დღეს, 14 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. 1 600–სულიან ცხვრის ფარას დათვი თავს ისე დაესხა, რომ დაახლოებით 100 სული სულ გაანადგურა.

"მწყემსებს ძალიან შეეშინდათ, იმ წუთში ვერაფერი გააკეთეს, ჩემთან დარეკეს და აქედან მე ცხვრების იმ ნაწილის ჩამოსატანად, რომელიც დაშავებული იყო, მაგრამ ვეღარ გადარჩებოდა, მანქანები გავგზავნე", – ამბობს კოოპერატივ "ჭალას" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნასიძე.

კოოპერატივი 52 ფერმერს ეკუთვნის. მათი თქმით, დაახლოებით 100 000 ლარი იზარალეს.

ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა

"ყველა ე.წ. თოხლი, სანაშენო ცხვარი იყო, შვიდი–რვა თვიანი ბატკნები. ახლა მათ სანიტარული ნორმების დაცვით ვკლავთ, ეს არ არის მეორადი ხორცი და არ გვინდა რომ გავაფუჭოთ", – აცხადებს ნასიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის დახმარებით, "ჭალას" წარმომადგენლები დაკლულ ხორცს სხვადასხვა მეწარმეებთან მაცივრებში ათავსებენ.

"ვეცდებით რაც შეგვეძლება გვერდში დავუდგეთ", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ ტალახაძე.

სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ალიკა კოსტანიშვილი კი აცხადებს, რომ სოფლის მეუნრეობის სამინისტროს მომხდარის შესახებ დღესვე შეატყობინებს: "კოოპერატივი სამინისტროშია რეგისტრირებული და მათ საქმიანობას კონტროლს უწევენ, ალბათ რაღაც დახმარებას აღმოუჩენენ".

ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა

ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა

[თამუნა უჩიძე, ვარლამ წიკლაური, ახალიცხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სოფელ გოგაშენში მგელმა 60 სული ცხვარი დაგლიჯა [Photo]
სოფელ როდიონოვკაში მგელმა 27 სული ცხვარი დაგლიჯა
ჯიგრაშენში მგლები ცხვრის ფარას თავს დაესხნენ
ანონსი: რაში წაადგებათ კოოპერატივი მეფუტკრეებს
სოფელ გურკელში დათვმა ორი მამაკაცი დაგლიჯა
მეურნე: რაში წაადგებათ კოოპერატივი მეფუტკრეებს [Video]
ნინოწმინდაში ცხვრის ფარას თავს მგლები დაესხნენ