FM97.5 / LIVE

როდის აირჩევენ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს

მთავარიპოლიტიკა 14.08.2015
ახალციხის საკრებულომ დღეს, 14 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობად მიიღო, თუმცა, ამავე სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი არ დასმულა.

როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე ასრულებს. როდის და ვინ ჩაანაცვლებს კახა ბერიძეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე უცნობია.

„ახალი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საკრებულოს სხდომამდე წინასწარ გვეცოდინება. მინიმუმ სამი ადამიანი დაასახელებს თავმჯდომარეობის კანდიდატს“, – ამბობს გოგოლაძე.

შეკითხვაზე, რამდენად აქვს ოპოზიციას შანსი, რომ მათი კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს, გოგოლაძე გვპასუხობს: „შანსი ყოველთვის არსებობს“.

არც საკრებულოს უმრავლესობა და არც უმცირესობა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობას არ ამხელს.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოში შესაძლოა რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ. წინააღდეგ შემთხვევაში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს მომავალ სხდომაზე, დაახლოებით ერთ თვეში აირჩევენ.

„კანონში წერია, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მომავალ სხდომაზე უნდა აირჩიონ. არ წერია, რომ ეს პირველივე სხდომაზე უნდა მოხდეს, ამ ლოგიკით, ყველა სხდომა მომავალია“, – ამბობს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე.

შეგახსენებთ, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ბერიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 7 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ვინ იქნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
რატომ ვერ შეირჩა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამ დრომდე
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას აპირებდა [Video]