FM97.5 / LIVE

ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე

მთავარიეკონომიკა 13.08.2015
ადგილზე, სადაც ნებართვა ავტოსადგომის მშენებლობისთვის გაიცა, ავტოსადგური შენდება; რატომ შეჩერდა ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები;

ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
ახალციხეში, კოსტავას N3–ში, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მიწა უკვე მოსწორებულია. აქ ავტოსადგომის მშენებლობისთვის ახალციხის მერიამ ნებართვა 2015 წლის 16 მარტს გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიასთან (ბრძანება N 202) ავტოსადგომის მოწყობის მშენებლობის პროექტია შეთანხმებული, შპს „პროფესიონალის“ დირექტორის მოადგილის აშოტ ფადარაშვილი ირწმუნება, რომ აქ ავტოსადგური შენდება.

„მანდ შენდება ავტოსადგური და არა ავტოსადგომი, გვექნება გმზავრების მოსასვენებელი ადგილი, სალარო, სადისპეჩერო, სამედიცინო პუნქტი, საპირფარეშო. ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება მოწყობილი“, – ამბობს ფადარაშვილი.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ამბობს რომ ეს საკითხი მას არ ეხება.

„ტერიტროია სანდროშვილებს ეკუთვნით, მიღებულია თუ არა მშენებლობის ნებართვა ზუსტად არ ვიცი, ამ საკითხებს თავად არკვევენ“, – ამბობს ფადარაშვილი და ამატებს – „მერიაში გვთხოვეს რომ მშენებლობა დროებით შეგვეჩერებინა, მეორე სადგური გვიჩივის. ამიტომ გვითხრეს, რომ დროებით გავჩერებულიყავით“.

ამ დროისთვის რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული აქვთ, ყოფილი ღვინის ქარხნის მეპატრონე ლაშა სანდროშვილიც გვიდასტურებს. სანდროშვილი იმასაც გვიდასტურებს, რომ აქ სადგურს და არა სადგომს აშენებენ.

„სადგურს ავაშენებთ და მერე მივაქირავებთ „პროფესიონალს“, ჯერ მათთან ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს, მაგრამ მშენებლობის შეჩერება მერიას არ უთხოვია, მათგან მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით რაღაც საბუთებზე პასუხებს ველოდებით. მიწის მცირე ნაწილი გვაქვს დასამტკიცებელი“, – გვიხსნის სანდროშვილი.

მიუხედავად სანდროშვილის განცხადებისა, მშენებლობის დროებით შეჩერების მიზეზს ახალციხის მერიაში სხვაგვარად ხსნიან.

„ჩვენ ნებართვა გაცემული გვაქვს ავტოსადგომის მშენებლობაზე, აქ კი სადგურს აშენებენ, ამიტომ ველოდებით რომ აქ სადგურის მშენებლობის ნებართვა მოიტანონ“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

ავტოსადგურის მშენებლობისთვის რომ ნებართვა მიღებული არ აქვთ, ამაზე სანდროშვილიც საუბრობს: „ავტოსადგურის მშენებლობისთვის ნებართვას მერია ვერ გასცემს, როგორც ვიცი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან ლიცენზია უნდა მივიღოთ“.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა და კანონით ცალკე სადგურების მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა არ რეგულირდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა თუ რაზე გასცა მან ნებართვა, ვისია ის ადგილი და რა შენდება იქ“, – ამბობს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სამგზავრო გადაყვანების სამმართველოს უფროსი ალექსანდრე იანვარაშვილი.

საიას იურისტის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სამშენებლო პროექტიდან გადახვევის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის მიერ კანონდამრღვევი უნდა დაჯარიმდეს.

„ეს სამართალდარღვევაა. უნებართვო მშნეებლობის ან რეკონსტრუქციის წარმოებისთვის ჯარიმა 8 000 ლარია“, – ამბობს სიმონიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შპს „პროფესიონალი“: ‘ცენტრალურმა ავტოსადგურმა თავის პირობებს გადახედოს’
განათლების სამინისტრომ ზაკის სკოლას საქვაბის მშენებლობის ნებართვა მისცა
შპს ‘ჯეოტივი’: მეორე სადგურს მფარველი რომ არ ჰყავდეს, ვერ იმუშავებდა
სამგზავრო გადაყვანების სააგენტო: „კანონი ისეთი ლიბერალურია, სადგურის მოწყობას მფარველი არ სჭირდება“
ახალციხეში მოქმედი ავტოსადგურების დარღვევები და ჯარიმები
მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე
ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა