FM97.5 / LIVE

მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 12.08.2015
სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება 7 აგვისტოდან შეუწყდა. წყლის მილი, რომლითაც სოფელი მარაგდება, იმ კომპანიის მუშებმა დააზიანეს, რომლებიც აქ სამუშაოებს სოფელ უნწაში წყლის გასაყვანად აწარმოებდნენ.

ადგილობრივებს წყლის მოტანა რამედნიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარე წყაროდან უხდებათ, თუმცა წყალი აქაც ცოტა მოდის და რიგში საათობით დგანან.

ტენდერში გამარჯვებუილი კომპანიის, შპს „კომუნალური და საირიგაციოს“ ხელმძღვანელი ავთანდილ ძაძამია ამბობს, რომ დაზიანებული მილის დროულად აღსადგენად ყველაფერს აკეთებენ.

„შავი მილი იყო, ვერ დაინახა ექსკავატორის მძღოლმა და დააზიანა. ვერსად ვერ ვშოულობთ. 2010 წელს არის მილი გამოშვებული და საქართველოში არ იყიდება. თურქეთში დავრეკეთ და იმედი გვაქვს, რომ იქ მაინც ვიშოვით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანებული ადგილის სხვა მილით გადაბმა მოგვიხდება“, – ამბობს ავთანდილ ძაძამია.

მისი თქმით მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება ორ დღეში აღუდგება.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
სოფელ ყვიბისში მეწყერისგან დაზიანებული წყლის მილი შეაკეთეს
ადიგენში რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში 8 ქუჩას წყალი შეუწყდა - დაზიანებულია სასმელი წყლის ცენტრალური მილი
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს