FM97.5 / LIVE

ასპინძაში ცოტნე დადიანის ხსენების დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 12.08.2015
დღეს, 12 აგვისტოს, წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში კოხტას ციხეზე აღნიშნეს.

ასპინძაში ცოტნე დადიანის ხსენების დღე აღნიშნეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში, ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით, ცოტნე დადიანისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიების ჩატარებამდე კოხტას ციხეზე პარაკლისი აღავლინეს.

კოხტათავის შეთქმულებაში ცოტნე დადიანი 1245 წელს მონაწილეობდა. შეთქმულების მიზანი მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა იყო. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგარეს. გამოტეხის მიზნით, ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლეების ხვედრი - ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა.

„ასპინძის მუნიციპალიტეტში ცნობილი მხოლოდ ვარძიაა, არადა თავისი ისტორიით კოხტას ციხეც მნიშვნელოვანია. ამიტომ ახალგაზრდების იდეა ავიტაცეთ და დღეს ცოტნე დადიანის ხსენების დღის აღნიშვნა კოხტას ციხეზე გადავწყვიტეთ, გვინდა, რომ ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყაროს“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

მისი თქმით, მომავალ წელს კოხტას ციხეზე ისეთ მასშტაბურ ღონიძიებას ჩაატარებენ, როგორსაც ვარძიაში შოთაობის დღესასწაულზე ყოველ წელს მართავენ.

შეგახსენებთ, წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღეს, მართლმადიდებური ეკლესია, 12 აგვისტოს, 1999 წლიდან აღნიშნავს.

ასპინძაში ცოტნე დადიანის ხსენების დღე აღნიშნეს

[ვარლამ წიკლაური, ასპინძა]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოტნე დადიანის ხსენების დღე აღნიშნეს
ასპინძაში ცოტნე დადიანის ხსენების დღე ღონისძიებით აღინიშნა
ასპინძაში, სოფელ დამალაში "ცოტნეობა" აღინიშნება
თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
პოლიციამ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავა
ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა