FM97.5 / LIVE

არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა

მთავარისაზოგადოება 12.08.2015
არალში, ე.წ. ორჭოშანის ტერიტორიაზე სადავო მიწის საკითხი ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყვიტა; მომავალ კვირას არალში სადავო მიწა გლეხების საკუთრებად დარეგისტრირდება;

არალში სადავო მიწის საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ გადაწყდა
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

„ეს საკითხი კომიტეტზე უკვე განიხილეს, ბრძანება გამოცემულია, საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდა, უბრალოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი. საჯარო რეესტრში ჩვენგან წერილი გაიგზავნება და ამის შემდეგ მიწები მათ საკუთრებაში დარეგისტრირდება“, – განმარტეს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში;

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროს ადგილობრივებისთვის წერილობით ჯერ არ უცნობებია.

„ათი დღე უკვე გავიდა და პასუხს ველოდებით“, – ამბობს არალში მცხოვრები ლავრენტი ჩილინგარაშვილი.

მას შემდეგ რაც სადავო მიწებს ადგილობრივებს დაურეგისტრირებენ, „ბიპი“ მათ კომპენსაციას გადასცემს.

შეგახსენებთ, არალში მოსახლეობა სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტიდან კომპენსაციას ვერ იღებს, რადგან აღმოჩნდა, რომ მიწა რომლის ფაქტობრივი მფლობელებიც თავად არიან და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ეკონომიკის სამინისტროს ჰქონია. ამავე ფართობზე კი 2006 წელს სახელმწიფოს „საქნახშირისთვის“ 40–წლიანი ლიცენზია გაუცია.

აღნიშნულის გამო არლელებს სასამართლოში სარჩელი ჰქონდათ შეტანილი, თუმცა ვიდრე საქმის განხილვა დაიწყებოდა, „საქნახშირმა“ ლიცენზია გააუქმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არალში ადგილობრივებმა სადავო მიწა დაისაკუთრეს
ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
BP: სახელმწიფომ არალში მიწების საკითხი ორ კვირაში უნდა დაარეგულიროს
არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ
კვირის აქცენტი: მიწის საკუთრების პრობლემა არალში [Video]
არლელები მიწის დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან
‘ამ ქვეყანაში მასხრად გვიგდებენ!’– არლელები მიწის საკუთრების პრობლემაზე