FM97.5 / LIVE

აწყურში ახალგაზრდობის დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 12.08.2015
დღეს,12 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტული ღონისძიებები ჩატარდა.

აწყურში ახალგაზრდობის დღე აღნიშნეს
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ხალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას თემის ახალგაზრდები იღებდნენ.

ახალგაზრდები ერთმანეთს სიმღერების, ცეკვებისა და ლექსების ფონზე მკლავჭიდში, ჭიდაობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, ნარდში და ასფალტზე ხატვაში შეეჯიბრნენ. დაძაბული შეხვედრების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ 1999 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია წაახალისოს ახალგაზრდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებები სისტემურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წლებშიც გაიმართება.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრშიც. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოწვეულ ახალგაზრდებს, ტრენინგ-შეხვედრა მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგმა, ტრენერმა თამარ ჩაფიჩაძემ ჩაუტარა.
აწყურში ახალგაზრდობის დღე აღნიშნეს

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდობის დღის ფარგლებში, ახალციხის ციხემ ახალგაზრდებს უფასოდ უმასპინძლა
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ახალციხის ტბაზე ფერების შოუ მოეწყობა
ახალციხის ტბაზე ‘ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს’ აღნიშნავენ
ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს
ახალციხის ტბაზე ფერების ფესტივალი გაიმართება
ვინ იმღერებს ‘ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის’ გალა კონცერტზე
სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს