FM97.5 / LIVE

რა ოდენობის ენერგიას ვხარჯავთ არაეფექტურად – ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

მთავარისაზოგადოება 12.08.2015
რა ღონისძიებები ტარდება ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით სამცხე–ჯავახეთში და რა იგეგმება სამომავლოდ; ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარა.

რა ოდენობის ენერგიას ვხარჯავთ არაეფექტურად – ტრენინგი ახალგაზრდებისთვის
ტრენინგს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან 15 ახალგაზრდა ესწრებოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ჩაერთნონ ენერგოეფექტურობის დანერგვის პროცესში. უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ რა ოდენობის ენერგიას ვხარჯავთ არაეფექტურად“, – ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

ახალგაზედებთან შეხვედრამდე კვლევა ჩატარდა მოსახელობაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ბანკებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევის მიზანი თემში ენერგოეფექტურობის მდგომარეობაზე ანალიზის გაკეთება იყო. სამომავლოდ იგეგმება ფოკუს ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები და ფილმის გადაღება სახელწოდებით „ძველი ტრადიციები და თანამდეროვე მიდგომები ენერგო ეფექტურობაზე“.

პროექტი, რომელიც ევროკავშირის პროგრამის "ევროპის ინსტრუმენტი თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის" ფარგლებში ფინანსდება, მიზნად ისახავს ოთხ ქვეყანაში: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგიონული ქსელის შექმნასა და ენერგოეფექტურობის სფეროში მათი უნარების გაძლიერებას.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის“ (WECF), პარტნიორებთან ერთად: Ecoclub (უკრაინა), Gutta-კლუბი (მოლდოვა), საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი (საქართველო).


[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ იმსჯელეს
ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]
ახალციხეში ენერგოეფექტურობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება
ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა
ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება