FM97.5 / LIVE

სანიტარული დარღვევები ახალციხის „სათნოების სახლში“

მთავარისაზოგადოება 12.08.2015
რა დარღვევები დაფიქსირდა ახალციხეში ააიპ „სათნოების სახლში“; დაწესებულება საკანალიზაციო სისტემის გარეშე და სურსათის ეროვნული სააგენტოს შენიშვნები;

სანიტარული დარღვევები ახალციხის  „სათნოების სახლში“
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა „სათნოების სახლში“ არა ერთი დარღვევა დააფიქსირეს.

დაწესებულებაში არ არსებობს სურსათის შენახვის პირობების ამსახველი ჩანაწერები, გაურკვეველია, მაგალთად, თუ როგორ ტემეპრატურულ რეჟიმზე ინახება „სათნოების სახლში“ პროდუქტი. ასევე, არ არსებობს დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რამდენად მოდის შესაბამისობაში აქ არსებული სასმელი წყალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან; გაურკვეველია, „სათნოების სახლი“ ახდენს თუ არა სურსათის რეალიზებას ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

აღნიშნულ კვების ობიექტში, არ არის აღრიცხული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების, შესახებ. უფრო მეტიც, ამ თვალსაზრისით „სათნოების სახლს“ არც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რომელიმე შესაბამის სამსახურთან. დაწესებულებაში არ არსებობს ჰიგიენური სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტებიც.

„ზოგადი სანიტარული ჰიგიენის წესებზე მივეცით რეკომენდაციები“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური და ამატებს, რომ სააგენტო „სათნოების სახლს“ პერიოდულად შეამოწმებს.

დაწესებულებაში, მუშაობას სანიტარული თვალსარზრისით, განსაკუთრებით რთულს საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა რომ ქმნის, ამის შესახებ „სათნოების სახლის“ თანამშრომლებმა პირად საუბარში მაშინ განაცხადეს, როცა „სამხრეთის კარიბჭე“ აქ საჭმელად უვარგისი პრუდუქტის შეტანის შესახებ მასალას ამზადებდა: „ყველაფერს რომ თავი დაანებო, საპირფარეშო არ არის. ამიტომ მუშაობა ძალიან რთულია, ასე როდემდე უნდა ვიყოთ არ ვიცით“.

როგორც მაშინ, ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორმა ნათია მელიქიძემ განაცხადა: "ყველაფერი ერთად ვერ გამოსწორდება. აქ როცა შემოვედით ეს შენობა ასე დაგვხვდა, რემონტის ხარჯები ხარჯთაღრიცხვაში არ გვიზის, მერიის ბალანზეა და გაკეთება იგეგმება მომავალში“.

„სათნოების სახლის“ რემონტი რომ იგეგმება ამაზე ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილიც საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში საამისოდ ხარჯი გაწერილი არ არის: „საკანალიზაციო სისტემა და ნაკლებად მასშტაბური სამუშაობი მომავალ წლამდე ჩატარდება, მანდ მოსაწესრიგებელია წყლის გამრიცხველიანებაც“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვადა ამოიწურა, ‘სათნოების სახლში’ კი საკანალიზაციო სისტემა ისევ არაა
ახალციხის მერიამ რვა თვეში „სათნოების სახლში“ საკანალიზაციო სისტემა ვერ მოაწესრიგა
ახალციხეში ‘სათნოების სახლის’ რეაბილიტაცია დაიწყო
"სათნოების სახლის"  რეაბილიტაცია დასრულდა
სააღდგომო საჩუქარი „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს
ახალციხის 'სათნოების სახლს' დირექტორი აღარ ჰყავს
'სათნოების სახლის' საქმე – შესაძლოა მერია დაჯარიმდეს