FM97.5 / LIVE

ახალციხეში ტრენაჟორების დარბაზი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 11.08.2015
ახალციხის სპორტსკოლაში ტრენაჟორების დარბაზი გაიხსნა. დარბაზში ვარჯიში ნებისმიერ მსურველს დღეიდან, 11 აგვისტოდან შეუძლია.

ახალციხეში ტრენაჟორების დარბაზი გაიხსნა
ახალციხის სპორტსკოლაში ტრენაჟორების დარბაზი „ჯიმ–ოლიმპის“ დაფინანსებით, ასევე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახალციხის მერიის და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაკეთდა.

დარბაზში 14 სახეობის ტრენაჟორი დგას, ასევეა ჰანტელებისა და შტანგების კომპლექტები, მოწყობილია კარდიოკუთხეც.

„გადავწყვიტეთ ახალციხელებისთვის გაგვეკეთებინა ასეთი კარგი სიურპრიზი და გაგვეხსნა მაღალი დონის ტრენეჟორების დარბაზი. დარბაზში ვარჯიში, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს შეუძლიათ.“, – ამბობს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი, ასევე „ჯიმ–ოპილმის“ წარმომადგენელი ცეზარ თაქთაქიძე.

მისი თქმით ტრენაჟორების დარბაზით სარგებლობა მსურველებისთვის ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.

ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება 50, 30 და 25 ლარია. მოქმედებს ასევე ულიმიტო აბონიმენტიც.

50 ლარიანი აბონიმენტის ყიდვის შემთხვევაში, მსურველს ერთი თვის განმავლობაში დარბაზში ვარჯიში, დღის ნებისმიერ დროს შეუძლია.
30 ლარიანი აბონიმენტით დარბაზში ვარჯიში, კვირაში სამი დღე 17: 00–დან 23:00 საათამდეა შესაძლებელი, 25 ლარიანი აბონიმენტით კი კვირაში სამი დღე, 09:00–დან 17:00 საათამდე.

აბონიმენტის გარეშე ტრენაჟორებით სარგებლობა ერთი დღის განმავლობაში 5 ლარი ღირს, ორი საათის განმავლობაში კი 3 ლარი.

ტრენაჟორების დარბაზის გახსნას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ახალციხის მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.

„ყველა სპორტის სახეობისთვის არის საჭირო ეს დარბაზი. საკმაოდ ძვირადღირებული ტრენაჟორებია ჩამოტანილი. ჩვენც დავეხმარეთ და გაკეთდა ძალიან კარგი დარბაზი. მიხარია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლებათ აქ მოსვლა და ვარჯიში“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.
ახალციხეში ტრენაჟორების დარბაზი გაიხსნა

ახალციხეში ტრენაჟორების დარბაზი გაიხსნა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა
ახალციხის ტბის კომპლექსში ტრენაჟორების დადგმას გეგმავენ
ახალციხის საკრებულომ საზოგადოებრივი დარბაზი ჩამოაყალიბა

საფეხბურთო გუნდმა ‘სამცხემ’ პირველი ვარჯიში გამართა
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
შსს-მ ახალქალაქში სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი გადასცა