FM97.5 / LIVE

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა

მთავარისაზოგადოება 11.08.2015
ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გუშინ,10 აგვისტოს გაიმართა, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს  ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა
ღონისძიების საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის ახლად აშენებული შტაბის შენობის წინ გაიმართა.

„ვფიქრობ, ახალქალაქი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. აქ სრულფასოვანი სასწავლო ცენტრის დაფუძნება, დამკვიდრება და საქმიანობის დაწყება ძალიან ბევრი მიზეზის გამო არის საინტერესო. ბევრი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესში. ცენტრის გახსნა მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, პირველ რიგში, განათლების სარდლობას. გაზაფხულზე ცენტრი სრულფასოვნად ამოქმედდება და ყველანი ერთად ჩამოვალთ კურსანტებთან შესახვედრად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი; სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ახალქალაქისა საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი, ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კასრელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სერჟანტ ზაზა ფერაძის ოჯახის წევრები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ სასწავლო გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მშენებარე სასადილო დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სასადილოს მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. სამომავლოდ დაგეგმილია ყაზარმისა და საკლასო ოთახების მოწყობაც. სამშენებლო სამუშაოებს „სამშენებლო კომპანია N1“ აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ახალციხეში ტანკისტის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში გაიმართა. თავდაცვის სამნისტროს წარმომადგენლები ახალქალაქში გამგზავრებამდე ახალციხეში იმყოფებოდნენ. საზეიმო ღონისძიებას უნდა დასწრებოდა თინათინ ხიდაშელიც, თუმცა არ დასწრებია. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა 10 აგვისტოს, დღის ბოლოს განუცხადა, თავდაცვის მინისტრი „ორფოლოს“ პოლიგონზე იმყოფებოდა და ამის შემდეგ პირდაპირ ახალქალაქში გაემგზავრა.

[sknews.ge]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი შენდება
ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 10 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება
ახალციხეში რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი ახალციხის ციხეზე [Photo]
ახალციხეში თინა ხიდაშელს ელოდებიან