FM97.5 / LIVE

ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს

მთავარისაზოგადოება 10.08.2015
დღეს, 10 აგვისტოს, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში გამართულ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი უნდა დასწრებოდა, თუმცა მინისტრი ახალციხეში არ ჩამოსულა.

ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს
ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში, ტანკისტის დღის აღნიშვნა 11:00 საათზე დაიწყო. საზეიმო ღონისძიებამ თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გარეშე ჩაიარა.

ტანკისტებს პროფესიული დღე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ– მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და შემდეგ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ქართველმა ტანკისტებმა თავისი მხედრული სიტყვა თქვეს ყველა იმ კონფლიქტში, სადაც საქართველო მონაწილეობდა. ეს სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის სამჭედლო იმ ჯავშანტექნიკის ეკიპაჟებისთვის, რომელებიც ასე მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს თავდაცვისთვის“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისი თქმით ახალციხეში ჩამოსვლა თავდაცვის მინისტრმა ვერ შეძლო :“ერთად უნდა წამოვსულიყავით. ალბათ საქმე გამოუჩნდა, დამატებითი შეხვედრა. უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ საქართველოში იგეგმება თავდაცვის მინისტრის ისეთივე ტური, როგორიც დასავლეთ საქართველოში მოეწყო. აღნიშნული ტური აუცილებლად ახალციხიდან დაიწყება“.

საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, წვრთნებისა და სამხედრო განთლების ხელმძღვანელი ლევან ბერია, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები, სასულიერო პირები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატური აკაკი მაჭუტაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირველი პირები დაესწრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში გამოფენილი საბრძოლო ტექნიკა და ბიბლიოთეკა.

„მთელს საქართველოს ტანკისტებს მივულოცავ დღევანდელ დღეს . ვულოცავ სასწავლო ცენტრის პედაგოგებს და კურსანტებს. ჩვენ ამავდროულად ინსპექტირებას ვახდენთ, თუ რა საჭიროებებია ადგილზე, რათა სამინისტრო უკეთესად დაეხმაროს სასწავლებელს“, – ამბობს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე.

ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს 2014 წლის 5 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ლეიტენანტის შოთა ხურციძის სახელი მიენიჭა. დღევანდელ ღონისძიებას გარდაცვილი გმირის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

„8 აგვისტოს საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა. მანამდე ტანკი აუფეთქეს ცხინვალთან ახლოს და დაჭრეს, 42–ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცები გამოჰყავდა. 28 წლის იყო. 10 აგვისტოს უნდა წასულიყო ისრაელში სამეთაურო სწავლებაზე, მაგრამ არ დასცალდა“, – ამბობს შოთა ხურციას მამა.

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის 25-მა სამხედრო მოსამსახურემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდილისგან მადლობა მიიღო. მადლობა დაიმსახურა 41–მა სამხედრომ, ამავე ცენტრის მეთაურისგან.

ახალციხეში ვიზიტის შემდეგ ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან სტუმრები ახალქალაქში გაემგზავრებიან, სადაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელს მიანიჭებენ.

დაესწრება თუ არა ახალქალაქში ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი უცნობია, "სამხრეთის კარიბჭე" სამინისტროს პრესსამსახურისგან ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება.
ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს

ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს  ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 10 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება
ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი ახალციხის ციხეზე [Photo]
კურსდამთავრებულთა ცერემონიალი ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში
რეკრუტები ახალციხის მარათონზე
ახალციხეში ტანკისტის დღე აღნიშნეს [Photo]