FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტი სამინისტროს დირექტივებს ელოდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.10.2012
როგორ გააგრძელებენ მუშაობას რეორგანიზაციის შემდეგ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ახალქალაქის კოლეჯი; რა შეიცვლება სასწავლებელში და რა სტატუსით დაამთავრებენ უნივერსიტეტს სტუდენტები, - ”სამხრეთის კარიჭე” უნივერსიტეტის რექტორს თინა გელაშვილს ესაუბრა

უნივერსიტეტი  სამინისტროს  დირექტივებს ელოდება

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის 3 ოქტომბერს მოაწერა ხელი. დადგენილების თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - კოლეჯის რეორგანიზაციის შედეგად 2012 წლის 1 ნოემბრამდე უნდა ჩამოყალიბდეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

- იცოდით თუ არა მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ?

- ინფორმაცია ამის შესახებ თქვენი გაზეთიდან შევიტყვე. ბუნებრივია დავინტერესდი და გავეცანი დადგენილებას. მასში მითითებულია, რომ რეორგანიზებულ იქნას ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯი და შეერწყას ახალციხის უნივერსიტეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალციხეში ხდება მისი შემოერთება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან რეორგანიზაციის პროცესების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია. დადგენილების მესამე მუხლში მითითებულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევალება განახორციელოს არასამეწარმეო იურიდიული პირის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება, რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

ანუ, ჯერ მთავრობა ავალებს განათლების სამინისტროს და ჩვენ ველოდებით რა წინანდებები და დავალებები მოგვივა. თუ განათლების სამინისტრო დაგვავალებს, რომ მოხდეს რეორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ეს იქნება შერწყმა და არა რაღაცის გაუქმება. შეერწყმება და თავისი სტუდენტებით გადმოვლენ. სამინისტრო განსაზღვრავს რა ტიპის ცვლილებებს აპირებს. ჩვენ ველოდებით მათგან ოფიციალურ წერილებს.

- წლებია, ეს ორი სასწავლებელი ცალ-ცალკე არსებობს, როგორ ფიქრობთ, რატომ ერთიანდება?

- ჯავახეთს ნამდვილად უჭირდა, ბატონი როინ ყავრელიშვილიც (კოლეჯის რექტორი, ს.კ) დამეთანხმება ალბათ, რომ ის ყოველთვის აყენებდა ამ საკითხს სამინისტროში.

ჯავახეთში უნდა იყოს აუცილებლად უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ თავს ვერ ინახავდნენ. ბოლო პერიოდში ჯავახეთი რატომღაც ”არაპრესტიჟული” გახდა, ეს იმის გამო, რომ სტუდენტი, რომელსაც 20 ფაკულტეტის არჩევა შეუძლია, ჯავახეთს ბოლოს წერდა. ეს არაპრესტიჟულობა კი არ არის, უბრალოდ სტუდენტთა არასწორი გაგებაა, ყველას უნდა რომ დედაქალაქში ისწავლოს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც თსუ-ს ახალქალაქის ფილიალი როცა ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა, ზოგს ჰგონია რომ ეს დაბალი ხარისხის სასწავლებელია, არადა, კოლეჯი ყოველთვის უფრო მაღლა იდგა, ვიდრე თსუ-ს ფილიალი.

ფინანსური მდგომარეობაცაა გასათვალისწინებელი. ნამდვილად ვერ შეინახავდა კოლეჯი თავის თავს. და აქვე, საცხოვრებლის პრობლემაცაა. სტუდენტი, რომელსაც საცხოვრებელი არ გააჩნია, არ ჩერდება, ერთი წლის მერე მიდის. ჯავახეთს ეს პრობლემა ყოველთვის ჰქონდა, ისევე როგორც ჩვენ და ამიტომაც ვითხოვდით საერთო საცხოვრებლის საკითხის მოგვარებას.

- რომელი სასწავლებლის დიპლომს მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ როგორც ახალციხის სახელმწიფო-სასწავლო უნივერისტეტში?

- თუ აღნიშნული სასწავლებლები გაერთიანდებიან, სტუდენტის საკვალიფიკაციო დოკუმენტში, ანუ დიპლომში, მითითებული იქნება, რომ სტუდენტი ჩაირიცხა აქ და აქ და დაამთავრა ესა და ეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ჯავახეთში ჩაირიცხება და ამ პერიოდში მოხდება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, სტუდენტი უკვე ჩაირიცხება აქ და შესაბამისად, კვალიფიკაციაშიც დაეწერება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, ჯერ ვარაუდებია. ამ ეტაპზე არაფერი ისმის სამინისტროდან და ველოდებით დირექტივებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
ამოცანა პირველი - სტუნდენტების რაოდენობის გაზრდა

უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება  არ უნდა იყოს
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
უნივერსიტეტის თანამშრომლები ხელფასს ვერ ღებულობენ