FM97.5 / LIVE

ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 08.08.2015
ადიგენში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა, სადაც 17 გმირის, მათ შორის 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების სახელებია ამოტვიფრული.

ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ადიგენში დღეს, 8 აგვისტოს, გაიხსნა. მემორიალზე 17 გმირს შორის, 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული სამი მებრძოლის- დევი ჩადუნელის, ალექსანდრე ზაზაშვილისა და არტემ ბალახაშვილის სახელებია ამოტვიფრული.

ღონისძიებას დაღუპულების მშობლები, ნათესავები და თანასოფლელები, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულისამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული გმირები.

ასევე გაიმართა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

რუსეთ- საქართველოს ომში გარდაცვლილი სამივე გმირის სახელი მინიჭებული აქვს დაბა ადიგენში ქუჩებს.

ყოველწლიურად მუნიციპალიტეტი გარდაცვლილების ოჯახებს მატერიალურად ეხმარება.

ასევე, ტარდება არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იღებენ.

დღესვე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ მირაშხანში აგვისტოს ომში დაღუპული ტარიელ ქამაშაძეც გაიხსენეს. მისი სახელობის წყაროსთან შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები და გარდაცვლილის ახლობლები.
ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

[sknews.ge]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში ომის გმირები გაიხსენეს [Photo]
სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს [Photo]
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს