FM97.5 / LIVE

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მთავარიეკონომიკა 08.08.2015
მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საქართველო 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში იგეგმება ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების აღდგენა, აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის საქართველო 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს. რასაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 15 მილიონი აშშ დოლარი დაემატება.

ხელშეკრულებას ხელი გუშინ, 7 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა მოაწერეს.

პროექტს 2015-1019 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

პროექტი მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე -ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით, ურბანული, კომუნალური, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას. რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ათვისება, გაზრდის ადგილზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

ასევე დაგეგმილია ტურისტული მარშრუტების განვითარება, რომელიც ურბანული ლანდშაფტის და საზოგადოებრივი ავტოსადგომების განვითარებას, საინფორმაციო ჯიხურების, კაფეების და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას ითვალისწინებს.

მნიშნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ორი მსგავსი პროექტი იმერეთისა და კახეთის რეგიონებში.

[sknews.ge]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს
ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა